ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მიერ შვილის დაკავებას ეხმაურება.
„როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა. დიდი მადლობა სოლიდარობისთვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან. ასეთია ისტორიული კანონზომიერება“,_ წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბექა ნათელაშვილი დღეს მოძრაობა „გაბედეს“ მიერ სუსთან გამართულ აქციაზე დააკავეს.
სულ დაკავებულია 6 ადამიანი. მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება.





































































