https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეალური პროგრამები შშმ პირთა დასაცავად თუ “საკრებულო ნოტარიუსის ფუნქციით”?

9:42; 17.06.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

14 ივნისი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ შშმ პირთა უფლებები არ განისაზღვრება მხოლოდ ღონისძიებებით და მათი რეალური საზომი დამოუკიდებელი გადაადგილება, განათლება, ჯანდაცვა და დასაქმებაა. განცხადების მიხედვით, შშმ პირთა პოლიტიკა არ უნდა განიხილებოდეს სოციალურ ხარჯად _ ეს არის ინვესტიცია, რომელსაც ქვეყნისთვის ეკონომიკური და დემოკრატიული სარგებელი მოაქვს.

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური რეფორმების გასატარებლად აუცილებელია 7-პუნქტიანი სისტემური გეგმის განხორციელება:

  1. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და გამჭვირვალე მმართველობა;
  2. შშმ პირთა უფლებების დაცვის ძლიერი სამართლებრივი მექანიზმები;
  3. სრულად ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;
  4. ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, ფიზიკური და ციფრული გარემო;
  5. ინკლუზიური განათლება ადრეული ასაკიდან;
  6. ეფექტიანი რეაბილიტაციისა და ფუნქციური მხარდაჭერის სისტემა;
  7. დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მხოლოდ ამ მიმართულებების ერთიანი განხორციელებით შეიქმნება სახელმწიფო, სადაც შშმ პირთა უფლებები დაცული იქნება არა კეთილ ნებაზე, არამედ სისტემური პოლიტიკითა და რეალური შესაძლებლობებით.

“ამ დღის მთავარი გზავნილი უნდა იყოს არა თანაგრძნობა, არამედ თანასწორობა; არა ქველმოქმედება, არამედ უფლებები; არა იზოლაცია, არამედ სრული მონაწილეობა.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნესსა და საზოგადოებას, შშმ პირთა უფლებები განიხილონ როგორც ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი. შშმ პირებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული უფლებები, მათ სჭირდებათ თანაბარი შესაძლებლობები.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 20, ხოლო საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 12 წელი გავიდა. დროა, ფრაგმენტული ცვლილებები შეიცვალოს ფუნდამენტური რეფორმებით, რომლებიც გააერთიანებს ჯანდაცვას, რეაბილიტაციას, ხელმისაწვდომობას, განათლებას, დასაქმებას, სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მმართველობას.

14 ივნისი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი დღის სიმბოლო. ეს დღე უნდა იყოს შეხსენება, რომ ინკლუზიური საქართველო ჯერ კიდევ შესაქმნელია. საქართველო, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად თავისი შესაძლებლობებისა, თანაბარი ღირსებით, თანაბარი უფლებებითა და თანაბარი შესაძლებლობებით მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში“, _ აცხადებს პარტია “გახარია საქართველოსთვის”.

_ ბატონო რომან, შშმ პირების დღესთან დაკავშირებით, თქვენმა პარტიამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში გაწერილი არის  7-პუნქტიანი სისტემური გეგმა. რადგან ამ ეტაპზე გახარიას გუნდი ჩოხატაურის საკრებულოში წარმოდგენილი არ არის, საინტერესოა, როგორ გესახებათ ადგილობრივ დონეზე ამ იდეების ადვოკატირება? რა გზებით გეგმავს პარტია, რომ თუნდაც გარედან, სამოქალაქო აქტივობით ან პეტიციებით, გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებზე შშმ პირთა სასარგებლოდ? _ ამ კითხვით პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს ჩოხატაურში, რომან კალანდაძეს მივმართეთ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია  პეტიციების ფორმის გამოყენებას, კალანდაძე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს და აღნიშნავს, რომ:

_ ჩემი აზრით,  მაგას ჩოხატაურის საკრებულო ვერ მიიღებს, რომც უნდოდეს.  იმიტომ, რომ მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. თუ გინახავთ ან მოსახლეობამ თუ იცის და გაუგია, რომ რამე საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამს ვინმეს? პოლიქრონიონ რეჟიმშია, სამწუხაროდ, ჩოხატაურის საკრებულო. და ასე იქნება, სანამ მხოლოდ იმის განხილვაში იქნებიან, რომელმა დეპუტატმა და თანამდებობის პირმა რომელი ტენდერი წაიღოს.

ინფორმაციისთვის, ჩოხატაურის საკრებულოს 38 წევრიდან 35 “ოცნების” წარმომადგენელია,  2 “ხალხის ძალის”, 1 კი “ძლიერი საქართველო-ლელოსი”. “ოცნების” 35 წევრიდან 1, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კი პატიმრობაშია.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური მონაცემები და აქტივობები აჩვენებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შშმ პირთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

როგორც მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებვერდიდან ირკვევა, 2025 წლის ივლისში  უკვე ყოფილი მერი,  დავით შარაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ “მეთამაშეს” გახსნას.

ოფიციალური ინფორმაციით, ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი უზრუნველყოფს შშმ ბავშვებისთვის განვითარების ხელშეწყობასა და ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო სერვისებს. განახლებული ინფრასტრუქტურა და დამატებული პროგრამები _ მათ შორის სენსორული თერაპია _ ქმნის თანამედროვე, ინკლუზიურ გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ხარისხიანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცენტრებისა და პროგრამების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს შშმ პირთა ყოველდღიური ბარიერების შემცირებას.

ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს ადგილობრივი თვითმმართველობაც: შშმ პირების უფლებების დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი და მერი მინდია ჟღერია ორგანიზაცია “ოდა ქეარის” პერსონალური ასისტენტის პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სადაც პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხელისუფლებამ კურსდამთავრებულებს პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” მებაღეობის სპეციალობის დაუფლება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. აღნიშნული აქტივობა, ხელისუფლების განმარტებით, შშმ პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროგრამების ნაწილია.

რა ღონისძიებები ტარდება შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და რა პროგრამებია შშმ პირებისთვის და ფინანსდება თუ არა ბიუჯეტიდან პერსონალური ასისტენტის სერვისი? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს მივმართეთ.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ჩატარდება მიმდინარე კვირის ბოლოს. დაგეგმილია 18 წლამდე ასაკის შშმ პირების მოწვევა, ასევე მათთვის ანიმატორების პროგრამა და ბავშვების მიერ სხვადასხვა ნომრების შესრულება. ღონისძიების დასასრულს შშმ პირებს გადაეცემათ საჩუქრები.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული პროგრამებია:

  1. 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების კომუნალური გადასახადების დაფარვა;
  2. ხელოვნური კვების პროდუქტების საჭიროების მქონე პირების ყოველთვიური დახმარება;
  3. განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება;
  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ხარჯის თანადაფინანსება;
  5. ჰემოფილიით დაავადებულ პირთა ფულადი დახმარება;
  6. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების დაფინანსება;
  7. 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა (შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით). დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში “18 წელის და მეტი ასაკის შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის” პროგრამა, მუნიციპალიტეტში ხორციელდება 2025 წლიდან.

როგორც პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ განთავსებულია საკანონმდებლო მაცნეზე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის #23 დადგენილება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ.

ადგილობრივ დონეზე არსებული განსხვავებული პოზიციების ფონზე, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში შშმ პირთათვის კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევა რჩება, რომელიც თანმიმდევრულ რეაგირებას საჭიროებს.

ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, კვლავ აქტუალურია სამედიცინო მოდელიდან ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესის სრულყოფა და შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითი მონაწილეობა. მწვავე გამოწვევად რჩება დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზებაც, რადგან ალტერნატიული სერვისები განვითარებას საჭიროებს, ხოლო საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისები გეოგრაფიულად არათანაბრადაა ხელმისაწვდომი (განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის).

სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ამასთანავე, პრობლემად რჩება ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფერო და ის ფაქტი, რომ ზედიზედ მეორე წელია, არ არის დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები არსებული სისტემური ბარიერების დასაძლევად, რათა შშმ პირებმა სხვათა თანასწორად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით, ხოლო მათი აზრი ყოველთვის იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

შშმ პირიჩოხატაური
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

09:15; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026

რა ჯობს — ბინის ქირა თუ იპოთეკით ყიდვა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს კენჭს უყრიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო