https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

7:09; 10.09.2019
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი იდეალური გმირის ისტორიას, უფრო სწორად კი ზღაპარს ჰგავს, 16 წლის ასაკში დაქორწინდა, 33 წლისა დაქვრივდა და ხუთი მცირეწლოვანი შვილით შერჩა შიშით, სიცივით, გასაჭირით, სიბნელით და არეულობით მოსილ გარემოს.

ეს 45 წლის ქალბატონი მცირე მეწარმე მზია შარაშიძეა, რომელიც უკვე სრულწლოვან შვილებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში (გურიანთის თემი) ცხოვრობს და თავისი ხელწერით შექმნილი ჩურჩხელების ხელოვნებით არა თუ საქართველოს მცხოვრებთ, უცხოეთის უამრავ ტურისტს და სტუმარს აკვირვებს.

ჩურჩხელით ვის გააკვირვებ საქართველოშიო, _ თქვას, იქნებ, ვინმემ. თუმცა, ეს ქალბატონმა მზიამ შეძლო.

საოცარ ისტორიას ჰყვება მზია შარაშიძე, რომელიც დღე და ღამე მძიმე შრომაში ჩაბმული, თავისი აღნაგობით, ფრესკისებური სილამაზით და საუბრით, მოდელსა თუ კინომსახიობს უფრო ჰგავს, ვიდრე ჯაფაში გადაღლილ, ხუთი მცირეწლოვანი შვილის მარტო გამზრდელ დედას:

_16 წელი მეუღლის ოჯახში შემისრულდა. 33 წლის, ხუთი შვილის დედა მოულოდნელად დავქვრივდი. მეუღლე ამირან შარაშიძე, უცებ პნევმონიით გარდაიცვალა. მართლა სასწაული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა. ხულოდან ჩამოვსახლდით აქ. გასაჭირი იყო, მაგრამ თავს კარგად ვართმევდით ყველაფერს. მარტო დარჩენილი, გონს რომ მოვედი, მხოლოდ უფლის იმედი გამიჩნდა _ შვილებს თუ შრომის უსაზღვრო სიყვარულს ისე ჩავუნერგავდი, როგორც ჩვენ გვჩვეოდა, უფალი არ გამწირავდა… გამიმართლეს, გამომადგნენ შვილები! _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი და იხსენებს ჩურჩხელის ბიზნესის დაწყების ისტორიას:

ექვსი თვე არჩევდა, აცმევდა და ისევ შლიდა საჩურჩხელე მასალას თუ ჩურჩხელებს. თხილს და კაკალს ეზოშიც იწევდნენ, თუმცა, ყიდულობდა კიდეც. საბოლოოდ კი იქამდე მივიდა, რომ გარდა ნაირ-ნაირი ვიზუალისა, გემოსა თუ ნაირსახეობებისა, სახელებიც დაარქვეს. მაგალითად, “გორგოლაჭები” ყველაზე პოპულარულია, რომლის ვიზუალი ასეთია: ნიგვზის ყოველი მთლიანი უღელა ლებნის შემდეგ გარგრის, ქლიავის ან კივის ჩირი მონაცვლეობს. ერთ წყება ფელამუშში ამოვლებული ასეთი ჩურჩხელა, რომლის ზომა მხოლოდ ქალბატონ მზიას მტკაველით განისაზღვრება, ვიზუალით და გემოთი აღფრთოვანებას იწვევს.

“ცალფა” ჩურჩხელა თითო ლებნებით ან თხილისა და მარწყვის ჩირის მონაცვლეობით არის აცმული. ასევე, რა თქმა უნდა, ჩირის შერევის გარეშეც ამზადებს, როგორც ნიგვზის, ისე თხილის ჩურჩხელებს. თუმცა, ცალუღელები ნახევარი ლებნებისგან მზადდება.

ნულიდან დაწყებულ საქმეს, დღესაც ახლავს პრიმიტიული ნიშნები ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით _ საგანგებოდ მოწყობილ საშრობ ოთახში, სადაც გაზის სისტემასთან ერთად გამწოვი მოწყობილობაა დაყენებული, გაზქურაზე მოწყობილია 50 ლიტრიანი ქვაბის სადგამი თათარის მოსადუღებლად. ჭერიდან დაშვებულია მოზრდილი ზომის ხის ლარი, რომელზეც ორივე მხარეს თანაბარი დაშორებით ლურსმნებია დამაგრებული. დუღილის პროცესში ამოვლებული ჩურჩხელის ჩამონადენი ისევ ქვაბში ჩადის და ზარალი საერთოდ არ არის, ხოლო მალე ჩურჩხელა ჭერში მოწყობილ საკიდზე გადააქვთ.

_ რეცეპტის საიდუმლო გამაჩნია. ჩურჩხელა რომ მედეგი, რბილი, გამძლე, ვიზუალით საუკეთესო იყოს, მე ჩემი სტანდარტები შევქმენი, რითაც უკვე ბევრი ხალხი მოვიზიდე. გასწავლით, ოღონდ თქვენთვის, ნუ გაახმაურებთ, ეს ჩემი ბიზნესის ნაწილი და მამოძრავებელი ძალაა, _ ისე მორიდებით ამბობს ქალბატონი მზია, გეგონება რაიმე ვალდებულება ჰქონდეს.

მზია შარაშიძის საკარმიდამო ნაკვეთი ერთი ჰექტარია და ძირითადად, თხილი აქვთ გაშენებული. როგორც თავად გვეუბნება, წელს ერთ ტონაზე მეტი თხილი მოიწიეს. თავად და უფროსმა ბიჭებმა ექვსჯერ შეწამლეს. მოსავალი საუცხოოა და უკვე მოკრეფილი და მზის გულზე გამოფენილი აქვთ ეზოში. ამბობს, რომ გასულ წელს მოსავალი არ ვარგოდა, ამიტომ საერთოდ არ გააკეთა თხილის ჩურჩხელა, პროდუქციას ხარისხი რომ არ დაკარგოდა და დროებით მთლიანად ნიგოზზე გადავიდა.

_ ახლა რა მიჭირს, ადრე კი რა ვიწვალე, ენით უთქმელი ამბავია. რომ დავქვრივდი, უფროსი გოგონა 16 წლის არ იყო. დანარჩენები მან გამაზრდევინა. თურქეთის საზღვარი ახლად გახსნილი იყო. გადავდიოდი, ვყიდულობდი რაღაცეებს, ჩავდიოდი თბილისში და ზოგჯერ იმავე დღეს თუ არა, მეორე დღესვე შინ ვბრუნდებოდი. შრომის სიყვარულს ჩავჩიჩინებდი შვილებს. ჩვენ ახლაც ერთმანეთს ვეკითხებით ყველაფერს. რომ დავსხდებით, ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ დილიდან საღამომდე. ერთ ტონამდე ყურძენი მარტო დამიწურავს და ღვინო გამიკეთებია. ახლა ბიჭები მიდგანან გვერდით.

კითხვაზე, თუ საიდუმლო არაა, ფინანსურად რამდენია მათი შემოსავალი წელიწადში, ქალბატონი მზია ამბობს, რომ არასდროს დაუთვლია.

_ უყაირათო არ ვარ, მაგრამ თეთრები არასდროს დამითვლია. მთელი წლის მანძილზე ვმუშაობთ, ოღონდ საახალწლოდ და ზაფხულში მეტია მოთხოვნა. ტურისტები გიჟდებიან ჩვენს ჩურჩხელებზე. ახლა პირდაპირ ვაბარებ ბათუმში _ ძველებურად წვალება არ მიწევს. ბევრნი ვართ, მტერ-მოყვარეს არ ვაკლდები, გადასახადებს ვიხდით, რემონტიც წამოვიწყეთ, ვაპირებ საოჯახო სასტუმროს გახსნას, სადაც ჩემი ჩურჩხელების დაგემოვნების პრეზენტაციას მოვაწყობ და თქვენს მედიასაშუალებას აუცილებლად მოვიწვევ…

მეწარმე ქალთა ფორუმზე ჩვენი სოფლის დეპუტატმა მაია ზოიძემ და მერიის თანამშრომელმა ლელა სარიშვილმა წამიყვანეს. ძალიან გამიხარდა. ახლახან ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროდან მეწვივნენ. მითხრეს, რომ “აწარმოე საქართველოს” პროგრამაში მივიღო მონაწილეობა. მიხარია ეს ყველაფერი. ისე ვარ ჩართული საქმეში, ქვეყნიერებას მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ ბაზარზე მაქვს ყური და თვალი… _ გვეუბნება ჩურჩხელების ოსტატი და კვლავ ხელის გულს აბრუნებს ულამაზესი თითებით, მტკაველზე მიგვანიშნებს, რომლის ზუსტი სიგრძე არც თვითონ იცის. იცის მხოლოდ ის, რომ ამ თლილი თითებით წარმოუდგენელმა შრომამ და გამძლეობამ, უკვე დიდი გზის დასაწყისთან მიიყვანა შვილებთან ერთად.

სოფლის დეპუტატი მაია ზოიძე ამბობს, რომ მზია შარაშიძე ის ქალბატონია, რომელმაც ქალის ტვირთი თანამედროვე, ამ საუკუნის გაგებით ზიდა, საოცრება მოახდინა და შექმნა ნიშა, როგორ შეიძლება გახდეს იდეალური დედა, იდეალური მეწარმე მხოლოდ საკუთარი შრომით…

შარაშიძეების ოჯახი ახლა საახალწლო სამზადისშია _ ბაზარზე ორიგინალური ჩურჩხელები ორიგინალურად შეფუთული უნდა გაიტანონ. ქალბატონმა მზიამ სახელდახელოდ მის მიერვე მოქსოვილ კალათებსა და თოფხანებში უნდა მოათავსოს ნაირ-ნაირი აცმულები.

კითხვაზე, იცის თუ არა მაღალი დონის ქსოვა, მკრთალი ღიმილი ეფინება სახეზე:

_ რის აჭარელი ვარ, თუ კარგი ქსოვა და ქარგვა არ მეცოდინება? _ უკვე ნახევრად მოქსოვილი მინი-კალათაზე დამაგრებულ ჩხირებს ხელი წამოავლო და სასწრაფოდ ამოიყვანა რამდენიმე ნაყში…

ქალბატონ მზიას შვილიშვილიც ჰყავს. შვილებიდან, 25 წლის თამუნა დაქორწინებულია და ბათუმში ცხოვრობს. 27 წლის ნათია, 24 წლის შაკო, 22 წლის დათო, 11 წლის ნინო კი შინ არიან  და მას შემოჯარვიან _ შუაში დგას შავი კაბით, თმებზე შავლენტგადაკრული დედა-ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ 11 წელია, თალხი არ გაუძვრია და ამირან შარაშიძის გვარს ატარებს მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად….

რაც უფრო ღრმად შეხვალ საქართველოს კუთხეებსა და სოფლებში, მით მეტ საკვირველ ადამიანებს აღმოაჩენ, დედა-ქალბატონებს განსაკუთრებით. მზია შარაშიძე სწორედ ის ქალბატონია, როგორებმაც ჩვენი ქვეყანა ათასგზის იხსნეს და მის გაქრობას გასაქანი არ მისცეს. ამიტომ უნდა იცნობდეს მას მთელი ქვეყანა _ სამაგალითოს, თავისი არსებობით ლეგენდის საწყისს რომ უქმნის საფუძველს.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

თხილის ჩაბარების სატირული, კომიკური და სატირალი პროცესი ოზურგეთში

ნოდარ ხადური გარდაიცვალა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო