პროდუქტები, რომლებიც მაღალი წნევის დროს ადამიანზე დადებითად მოქმედებს და დიდ როლს თამაშობს წნევის რეგულაციაში.
ნუში – მდიდარია E ვიტამინით, მაგნიუმით, პროტეინითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ქოლესტერინის რეგულაციაში იღებენ მონაწილეობას.
ხაჭო – ყოველდღიურად 100 გრამი ხაჭო ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას.
კაკაო – საოცარია, მაგრამ კაკაო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია მაღალი წნევის წინააღმდეგ.
შვრიის ფაფა – თუ თქვენ მაღალი წნევა გაწუხებთ მაშინ დილა აუცილებლად შვრიის ფაფით უნდა დაიწყოთ.
გოგრა – ის სავსეა თუთიით, რკინით და კალციუმით. უნიკალურია ჰიპერტენზიის დროს.
შოკოლადი – ერთი ფილა შოკოლადი ხელს უწყობს სისხლის ვენებში თავისუფალ დინებას.
თევზი – განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი თევზი, რომელიც ცივ წყალში ცხოვრობს, მაგალითად ორაგული.
მწვანილი – ისპანახი, ნიახური, ასევე ხახვი და ნიორი. მწვანილი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
მწვანე ჩაი – დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.
რძე – დღეში 3 ჭიქა რძე საუკეთესო მკურნალია მაღალი წნევისთვის.