https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საბავშვო ბაღების პრობლემები ლანჩხუთში

11:15; 28.05.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურიის რამდენიმე სოფელი მოვიარე… წარმოუდგენელი უკანონობა და კორუფცია ტრიალებს.

მარტივად რომ აგიხსნათ, მხოლოდ ლანჩხუთის რაიონის ერთ თემში, ჯურუყვეთში 2 ბაღი დაანგრიეს და ჯერ ისევ მხოლოდ ნანგრევებია.

8 საბავშვო ბაღი ააშენეს 2016 წელს ლანჩხუთში, 7 ამორტიზებულია, 1 საბავშვო ბაღი მუშაობს მხოლოდ და როგორც ამბობენ, ესეც ავარიულია და ამ სასწავლო წლის შემდეგ დახურავენ.

წარმოგიდგენიათ, ერთ მუნიციპალიტეტში რამდენი კორუფცია, უკანონობაა თავმოყრილი?!

სკოლების და ბაღების დანგრევა და შემდეგ არ აშენება, არის ქართველი ხალხის გენოციდის სპეცოპერაცია, რომ ხალხს არსად დაედგომებოდეს და გადაიხვეწონ ამ ქვეყნიდან“, _ ეს განცხადება, გასულ კვირას, “ძლიერი საქართველო–ლელოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა ლანჩხუთში სტუმრობის შემდეგ.

ის, რომ ჩიბათის, ეწერისა და ჯურუყვეთის საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, ამის შესახებ მთავრობამ 2023 წლის ივნისში გაავრცელა ინფორმაცია. ცნობისთვის, ამ ბაღებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელსაც გახორციელდა:

“საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა–რეაბილიტაცია გახორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 17 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 14 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დარჩენილ 3 პროექტზე პრეტენდენტი მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 საბავშვო ბაღს“, _ ეწერა უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და სწორედ ამ 8 საბავშვო ბაღის რიცხვში იყო ზემოთ ნახსენები სამი ბაღიც, თუმცა ადგილზე სამუშაოები არათუ არ დასრულებულა, ჯერ არც კი დაწყებულა და არც კონკრეტული პასუხია, დანგრეული შენობების ადგილას თუ როდის აშენდება ახალი ნაგებობები.

არადა, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის მიერ რამდენიმე თვის წინ, გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის დროს გაკეთებული განცხადებით “საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი სერვისების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა“.

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს რომ თავი დავანებოთ, იმავე სოხაძის მაშინდელ განცხადებას თუ მოვიშველიებთ, დასტურდება, რომ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები საკმაოდაა: “არსებობს გარკვეული გამოწვევები შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც რიგი სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობას უკავშირდება _ ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოებაც. ვმუშაობთ, რათა შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები დროულად განახლდეს“.

ის, რაც დღეს საბავშვო ბაღებთან მიმართებაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხდება, ოპოზიციაში კატასტროფად მიიჩნევენ.

“წარმოიდგინეთ, 2016 წელს აშენებული თუ რეაბილიტირებული რვა ბაღის შენობიდან, ექვსი უკვე რამდენიმე წელია მწყობრიდან გამოვიდა და დაანგრიეს. დარჩენილია ლესისა და ჩოლობარგის შენობები, სადაც ბზარები გაჩნდა და ლესაში სასწავლო პროცესი თვეებია უკვე გაჩერებულია, ბაღიც დახურულია, ხოლო ჩოლობარგში მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებას ელოდებიან და ისიც დაიხურება. წარმოუდგენელია ის, რომ ათი წელიც კი ვერ გაძლო ამ შენობებმა და მილიონობით ლარი წყალში ისე ჩაიყარა, არავინ არაფერი იცის. უბედურება ის არის, რომ პასუხისმგებელი ამ თემაზე არავინაა, არადა საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე გვაქვს საუბრები.

ცალკე თემაა დანგრეული შენობების სანაცვლოდ ახალი ბაღების მშენებლობის საკითხი. ჯურუყვეთისა და ეწერის საბავშვო ბაღების მშენებლობა დაწყებისთანავე შეჩერდა, რამეთუ შპს “ჯავამ” ქუდი დაიხურა და აგერ უკვე ორი წელი გადის არც გამოჩენილა. ანალოგიური მდგომარეობაა ჩიბათის საბავშვო ბაღის შემთხვევაშიც“, _ ამბობს საკრებულოს წევრი პარტია”ლელოდან” გოჩა ჯანაშია.

საბავშვო ბაღების თემაზე საუბრისას კორუფციაზე აკეთებს აქცენტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავაც და ყველაფერში ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს ხედავს:

“ურუშაძეს, ვისი გამგებლობის დროსაც აშენდა და გარემონტდა ეს საბავშვო ბაღები, არც სამართლებრივი და არც პოლოტიკური პასუხისმგებლობა არ დაკისრებია; მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლება კი ისე პოზირებს, თითქოსდა ურუშაძე მათი წინამორბედი არ იყო და თავად არ იყვნენ იმ ყველაფრის სამართალმემკვიდრე, რაც მაშინ ხდებოდა. არადა, მე დღემდე ვიღაც ბედუკაძის ამბებს მაძახებენ, თავად კი იმ კორუმპირებულ წარსულზე, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში იყო და სამწუხაროდ, დღესაც არის, ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ“, _ ამბობს ასკურავა.

2016 წელს აშენებული და უკვე მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღების თემა საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზეც გაჟღერდა.

ოპონენტთა მხრიდან დასმული შეკითხვის პასუხად მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ ამ კუთხით მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა შექმნილი და რომ საქმე შესასწავლად შესაბამის უწყებებს გადაეცემა: “ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა ავარიულ ბაღებთან მიმართებაში. მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია იმ უწყებისთვის გადასაცემად, რომელმაც უნდა გამოიძიოს რა მოხდა სინამდვილეში და რამ გამოიწვია 10 წელიწადში ამ ბაღების ფაქტობრივად, ამორტიზირება“, _ თქვა სარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სოფელ წყალწმინდაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი უნდა გაკეთდეს, მანამდე კი აქაური აღსაზრდელები, უსაფრთხოების მიზნით, ალტერნატიულ ფართში არიან გადაყვანილები.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღი ჯურუყვეთში 2016 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და ღირებულება 258 520 ლარი იყო, ხოლო წყალწმინდაში _ ერთი თვის შემდეგ, 17 ოქტომბერს და ის სახელმწიფოს 236 800 ლარი დაუჯდა. ორივე ბაღი “საბა ჯგუფმა” ააშენა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ლესისა და ჩოლობარგის ბაგა-ბაღების საძირკველი 2016 წელს გაჭრა და სამშენებლო სამუშაოებს შპს “დამბა” აწარმოებდა.

სოფო წილოსანი

ავტორი

ალექსანდრე სარიშვილი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9 სექტემბერი, 2026

"სოფელი მოვიარე და კილო სათესლე სიმინდი ვერ ვიშოვე" _ ჩაის ბედს სიმინდიც გაიზიარებს?

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო