საიას განცხადებით, დღეს საიამ სტრასბურგის სასამართლოში მნიშვნელოვანი საქმე მოიგო.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება”,_ აცხადებს საია.
“ბათუმელების” ინფორმაციით, საუბარია ბათუმში, 2022 წელს მომხდარ შემთხვევაზე: მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. ზურაბ ქარჩავა კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.




































































