„საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ფორმალური მხარის დაჩქარება საჭიროა და ჩვენ ვიდგებით საქართველოს უკან“,_აღნიშნული განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოს საუკეთესო პარტნიორია კავკასიის რეგიონში.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა დღეისათვის. 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ დღევანდელი საქართველოსი. დამოკიდებულება თქვენი ქვეყნის მიმართ სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. საქართველოს მიეცა შანსი 100 წლის წინ და აქვს დღესაც, რომ იაროს პროგრესული გზით. ჩვენ რასაკვირველია, გავაგრძელებთ მხარდაჭერას როგორც ევროკავშირის ფარგლებში ასევე ყველგან, ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. საქართველო არის ნამდვილად მოწინავე ქვეყანა ამ ფორმატში და გააჩნია გარკვეული წარმატებები. ასევეა ნატოსთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევები გააჩნია და ყველა ეთანხმება, რომ დინამიკა გეოპოლიტიკის ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. თქვენი ქვეყანა კავკასიიდან არის ნატოს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც დგას საერთაშორისო და რეგიონის უსაფრთხოების პოსტზე. რასაკვირველია, საქართველოს ამით უადვილდება ნატოსკენ სავალი გზა. ფორმალური მხარის დაჩქარება რა თქმა უნდა საჭიროა და ჩვენ ვიდგებით საქართველოს ზურგს უკან“,_განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ პირისპირ ისაუბრეს. მათ ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებების საკითხები განიხილეს.