მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.




































































