გომისმთის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ტურისტები კლინიკიდან გაწერეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის “მედალფა” ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 12 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონში, კურორტ გომისმთიდან მომავალ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტები გურიისა და აჭარის კლინიკებში გადაანაწილეს.
მათგან სამი პაციენტი შპს „მედალფას“ ჩოხატაურის კლინიკაში მოათავსეს, სადაც მათ აუცილებელი სამედიცინო კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდათ.
13 აგვისტოს კლინიკაში დაშავებულები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა. მინისტრი ადგილზე პაციენტების მდგომარეობასა და მკურნალობის მიმდინარეობას გაეცნო, რის შემდეგაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა. მოგვიანებით კლინიკას ბელარუსის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლებიც ეწვივნენ.
14 აგვისტოს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და ისინი საავადმყოფოდან გაწერეს. ბელარუსის საელჩოს უფროსი მრჩევლის, ირინა ზუბკოს ორგანიზებით, მათი ტრანსპორტირება ქობულეთში მდებარე სასტუმროში განხორციელდა.

































































