ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას გადადგომის შემდეგ, მერიაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდა. „გურია TV”-ს ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ და მისმა მეუღლემ, ლანა თოდუამ, რომელიც ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ხელმძღვანელობდა.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, უწყება დატოვა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმა, ნატა დოლიძემაც.
„მე აღარ ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, წამოვედი“, — განუცხადა ნატა დოლიძემ „გურია ნიუსს“.
„გურია ნიუსი“ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.




































































