https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტერორი – შიშის გამომწვევი აქტი

6:02; 29.02.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ტერორისტული აქტი _ ეს ძალადობის გამოყენებაა იმ პიროვნებების თუ პიროვნებათა ჯგუფის მიმართ, ვინც ტერორისტებს ხელს უშლის რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევაში. ხშირად ეს აქტები მიმართულია იმ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.
„ტერორი _ ეს უმთავრესად არასაჭირო სისასტიკეა, რომელსაც იჩენს შეშინებული ხალხი საკუთარი თავის დასაწყნარებლად“, _ წერდა ფრიდრიხ ენგელსი კარლ მარქსს ერთ წერილში.

დღემდე არ არსებობს ტერმინ „ტერორიზმის“ იურიდიულად დახვეწილი, ლოგიკურად გამართული და ყველასათვის ნათელი განმარტება. ჟენევის 1949 წლის კონვენცია განმარტავს, რომ „ხალხის ბრძოლა უცხო დამპყრობლების, კოლონიური ბატონობისა და რასისტული რეჟიმების წინააღმდეგ მათი თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლებების გასატარებლად არის ლეგიტიმური და საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობაში მოსული“. თუ თავს დავანებებთ შეიარაღებული კონფლიქტის “სამართლიანად და უსამართლოდ“ დაყოფას, რაც ამ კონცეფციის წაკითხვიდან გამომდინარეობს (მისი მიღების შემდეგ უამრავი შესწორება იქნა შეტანილი და იქ წამოჭრილი საკითხების უმრავლესობა კვლავ დღის წესრიგშია), ძალის გამოყენების როგორი ფორმა შეიძლება ჩაითვალოს “სამართლიანად“? ანუ არსებობს თუ არა ლეგიტიმური ტერორი?
„ჩვენი მტრები ტერორისტებს გვეძახიან… ამ ლათინურ ტერმინს ის ხალხიც ხმარობს, ვინც არც ჩვენი მტერია და არც მეგობარი… მაგრამ ჩვენ არა ვართ ტერორისტები… ადამიანის ღირსებისათვის, ჩაგვრისა და დამონების წინააღმდეგ ბრძოლას რა კავშირი აქვს ტერორთან?“ ამ ციტატის ავტორი არა რომელიმე არაბი ფუნდამენტალისტია, არამედ მენახიმ ბეგინი _ ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებელი. ეს გამონათქვამი პალესტინაში მშვიდობისმყოფელური მანდატით მყოფი ბრიტანული არმიის წინააღმდეგ ებრაელების ბრძოლის პერიოდს ეხებოდა.

მენახიმ ბეგინის ლოგიკას თუ მივყვებით, რომელიც ასევე ეხმაურება ჟენევის ცნობილ კონვენციას, “სამართლიანი, განმათავისუფლებელი” ბრძოლის ნებისმიერი მეთოდი ტერორისტულად არ შეიძლება ჩაითვალოს. თუ ეს ასეა, ამჟამინდელი პალესტინელი თვითმკვლელი, როცა ისრაელის არმიის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავს იფეთქებს და ჯარისკაცებს კლავს, ან იგივე ერაყელი, როცა ამერიკელ ჯარისკაცს აფეთქებს, ითვლება თუ არა ტერორისტად, ან არის თუ არა ის “კარგი” ტერორისტი? ორივე შემთხვევაში დაპყრობილი ქვეყნის მოქალაქე ოკუპანტ ჯარს ებრძვის.
ან რამდენად ნათელია, ვინ არის თავისუფლებისთვის მებრძოლი და ვინ ტერორისტი? რომელ განმარტებაში ჯდება IRA (ირლანდიის რესპუბლიკური არმია), ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი, რომელმაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა?

ან შეიძლება გამართლება მოეძებნოს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის დასაწყისში გერმანიასა და იტალიაში მოქმედი “წითელი არმიისა” და “წითელი ბრიგადების” მიერ ჩატარებულ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც “იმპერიალისტური და კოლონიზატორულ-რასისტული” დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული?
რამდენად სამართლიანი იყო რუსეთის იმპერიაში წარმოებული ტერორისტული აქტები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობდა ცარიზმის თვითმყრობელური და დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ?

განიხილება კი ტერორიზმად ე. წ. კოლაბორაციონისტების, უმეტესწილად მშვიდობიანი მოსახლეობის, განადგურება (მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთსა და საფრანგეთში წარმოებული წინააღმდეგობის მოძრაობის დროს), რომლის მიზანსაც შეადგენდა სხვებში შიშის დანერგვით დამპყრობელთან თანამშრომლობის აღკვეთა?
არის კი ტერორის განმარტება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ახორციელებს საკუთარი მიზნის მისაღწევად ამ “შიშის გამომწვევ აქტს”?
გაეროს გენერალური ასამბლეის 1994 წლის 9 დეკემბრის რეზოლუციის მიხედვით ცნება “ტერორიზმი” შემდეგნაირადაა განსაზღვრული: “კრიმინალური აქტები, მიმართული ან გამიზნული, რათა პოლიტიკური მიზნებით შიში გამოიწვიოს ფართო საზოგადოებაში, ადამიანთა ჯგუფსა ან კონკრეტულ პირთა შორის, მიუხედავად იმისა, თუ როგორი პოლიტიკური, ფილოსოფიური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა მოწოდებით არ უნდა იყოს ამ ქმედების გამართლების მცდელობა“.

ეს განმარტება ზემოთ მოყვანილ ყველა მაგალითს ცალსახად ტერორისტულ ქმედებად წარმოაჩენს. ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ტერორიზმის მორალური მხარის გააზრება უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრსა და ემოციას აღძრავს. ტერორის შესახებ თხრობა შეფასებებისა და მსჯავრის გამოტანის გარეშე საკმაოდ ძნელი ამოცანაა. ამიტომ, ალბათ, გაცილებით იოლია ამ ძალმომრეობითი აქტისადმი ზემოთ მოყვანილი განმარტების მისადაგება იურიდიულ და ზნეობრივ წინააღმდეგობებში გახლართვის გარეშე.

XIX-XX საუკუნეებში ტერორიზმმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არნახული სიძლიერით იფეთქა. თავდაპირველად ტერორიზმი ინდივიდუალური აქტიურობით გამოირჩეოდა, ნაპოლეონის შემდგომი ეპოქა კი უკვე რევოლუციური აღმავლობით ხასიათდებოდა, როდესაც რადიკალური მიმდინარეობების მომხრეები მიზნის მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს ირჩევდნენ. ტერორიზმი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ტერორისტების თავდასხმების მსხვერპლი შეიქმნა მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი სადი კარნო, ამერიკის პრეზიდენტები აბრაჰამ ლინკოლნი, ჯონ გარფილდი, უილიამ მაკკინლი და მრავალი სხვა.…
ლევ ტოლსტოი სტატიაში “არა ჰკლა” წერდა, რომ “…როცა ჰკლავენ მათ (სახელმწიფო მოღვაწეებს), ეს მკვლელობები მეფეებსა და იმპერატორებში… იწვევს უდიდეს გაკვირვებასა და აღშფოთებას, თითქოს ისინი თავად არასოდეს მონაწილეობდნენ მკვლელობებში, არ იყენებდნენ მათ საკუთარი მიზნებისათვის. ამ დროს კი ყველაზე კეთილნი მოკლულ მეფეთა შორის… იყვნენ დამნაშავენი ათი ათასობით ადამიანის სიკვდილისა, რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლის ველებზე; უკეთური მეფეები და იმპერატორები კი დამნაშავენი იყვნენ ასი ათასობით, მილიონობით ადამიანის მკვლელობისა…” ტერორიზმის ბევრი მომხრე იმასაც ამბობდა, რომ ამ დაკანონებული ხოცვა-ჟლეტვაში მონაწილე პირებს პასუხი არავის წინაშე უგიათ, პირიქით, ამით სახელი და დიდებაც კი მოიხვეჭესო, ამიტომაც “სამართლიანობის აღსრულება”– ანუ დამნაშავის დასჯა-განადგურება – ცალკეულმა ადამიანებმა ან კი დაჯგუფებებმა ითავეს. ამ ამოცანების გადასაწყვეტად რადიკალებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იარაღი ტერორი აღმოჩნდა. მისი მეშვეობით ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ ძლიერთა ამა ქვეყნისა განადგურება, მიჩნეულია ბრძოლის ყველაზე ქმედით საშუალებად (მათი გადმოსახედიდან) ჩაგვრისა და მჩაგვრელების წინააღმდეგ. თუმცა ამა თუ იმ პიროვნების მკვლელობა რომ გამოსავალი არ არის და პრობლემას არ აგვარებს, ეს ამ 100-150 წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენა: თითქმის ყოველი მთავრობა ძალადობას ძალადობითვე პასუხობდა და სიტუაცია ბევრად უფრო იძაბებოდა.

რუსი ტერორისტი და მწერალი სერგეი სტეპნიაკ-კრავჩინსკი (“კრაზანას” ავტორის, ეთელ ლილიან ვოინიჩის შთამაგონებელი და მენტორი), რომელმაც 1878 წლის 4 აგვისტოს, დღისით-მზისით, პეტერბურგის ერთ ქუჩაზე საიდუმლო პოლიციის შეფი მეზენცევი ხანჯლით განგმირა, თავის წიგნში “Underground Russia” წერდა: “…ტერორისტის მიზანი სხვისი ბედნიერებაა, ამისთვის ის მზადაა, გაწიროს საკუთარი ბედნიერება და სიცოცხლე, მისი იდეალია ტანჯვითა და მოწამებრივი სიკვდილით სავსე სიცოცხლე.”

სპეციალისტების მიერ მოცემულია შემდეგი მიზეზები თუ რატომ იწყებს ინდივიდი ტერორისტულ საქმიანობას:
1. ფსიქოპათოლოგიური ხასიათის მიზეზები – ტერორისტთა შორის ბევრია ფსიქიური გადახრების მქონე ადამიანი;
2. თვითდამკვიდრების მოტივი, როცა ადამიანები საკუთარ ქმედებებს და “მოღვაწეობას” აკუთვნებენ რაღაც განსაკუთრებულობას, თითქოს ისინი გამორჩეულნი არიან ხალხის “ერთგვაროვანი”, “უსახო” მასისაგან;
3. ყველაზე ხშირად კი ტერორიზმი არის რეზულტატი იმ აბსოლუტური რწმენისა, რომ ინდივიდს (ტერორისტს) გააჩნია უმაღლესი, საბოლოო ჭეშმარიტება, რაღაც განსაკუთრებული მისია, უნიკალური “რეცეპტი” საკუთარი ხალხის ან თუნდაც მთელი კაცობრიობის გადარჩენისა.

პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მკვლელმა, ლეონ ჩოლგოშმა ელექტრო სკამზე დასჯამდე, თქვა: “მე მოვკალი პრეზიდენტი, რადგან ის იყო კარგი ხალხის მტერი, მშრომელი ხალხის. მე არ ვნანობ ჩადენილ დანაშაულს…” მასვე ეხმიანება 1905 წელს დიდი თავადის სერგეი რომანოვის მკვლელი, ივანე კალიაევი, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა: “ჩვენ მეომარი მხარეები ვართ, თქვენ (სასამართლო) დაქირავებული მსახურები ხართ კაპიტალისა და იმპერატორის მთავრობისა, მე კი სახალხო შურისმაძიებელი ვარ…”

რუსეთის იმპერიაში მძლავრად ამუშავებული ტერორისტული მანქანისგან განსხვავებით, საქართველოში XX საუკუნის დასაწყისამდე, ერთეულ ტერორისტული აქტს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ტერორს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

1904 წელს გამოქვეყნებულ წერილში სათაურით „როგორ უცქერით ჩვენ ტერორს“, ქართველი რევოლუციონერები ტერორის საჭიროებას ვერ ხედავენ (ეს მხოლოდ ქაღალდზე). ისინი წერენ: „…ცდება ის, ვინც ფიქრობს, ვითომ ტერორს შეეძლოს გამოაფხიზლოს ვითომ და მიძინებული მუშათა კლასიური თვითცნობიერება; ვინც ასე ფიქრობს, მას ავიწყდება ის უბრალო ფსიხოლოგიური ჭეშმარიტება, რომ ერთხელ გაღვიძებულ კლასსიურ ანტაგონიზმს ვეღარაფერი ჩააქრობს. ეს ანტაგონიზმი თანდათან იზრდება, მაშასადამე, ტერორი ამ მხრით ყოვლათ უმნიშვნელო და უადგილოა… რა რეფორმებისათვის აიძულა მთავრობა ევროპიულ ანარხისტების ეპიდემიურმა ტერორმა? რა შესძინა მან ხალხს? არაფერი! რა გააკეთა რუსეთში მესამოცდაათე და მეოთხმოცე წლებში მომხდარმა ტერორმა? არაფერი. განა ცოტა სისხლი დაიღვარა? განა ერთი და ორი საუკეთესო შვილი რუსეთისა იმსხვერპლა ამ შემცდარმა შეხედულებამ, და რაღა შორს მივდივართ, რა გააკეთა თვით პატიოსან ბალმაშევის თავგანწირვამ?..“ მიუხედავად ასეთი მსჯელობისა, XIX საუკუნის 70-80-იან წლებში მომხდარმა ტერორისტულმა შეტევამ შეძლო გამოეღვიძებინა ინერტული ხალხური მასა, რომელიც რუსეთში დაყოფილი იყო პირობითად ორ ნაწილად _ „ხალხად“ და „არახალხად“. ხალხში იგულისხმებოდა უსწავლელი, გაუნათლებელი, დაბალი წარმომავლობის ფენა, ხოლო არახალხში _ ინტელიგენცია. ამ „ხალხის“ გამოღვიძებას კი მოგვიანებით ისეთი სიძლიერის აფეთქება მოჰყვა, რამაც „არახალხი“ და ყველა დანარჩენი ლამის მთლიანად აღგავა პირისაგან მიწისა.
თავად წერილის პათეტიკური ტონი, გულისამრევი დიდაქტიკა უკვე მიანიშნებს იმ რეალობაზე, რომ წერილის გამოცემის დროისთვის ქართულმა რევოლუციურმა ტერორმა რუსულ სიმძლავრეებს მიაღწია. სიმძლავრეებს არა მარტო რაოდენობრივი (ტერაქტების რიცხვი), არამედ თვისებრივი თვალსაზრისითაც (მკვლელობის გამართლების ემოციური “გადახარშვა” და რაციონალიზაცია). აღნიშნული წერილის ავტორები მხოლოდ მომავალ “სარგებლის მომტან” ტერორს ელოდებიან, ტერორს, რომელსაც “კლასობრივად გამოღვიძებული “ხალხი” მოუწყობს “არახალხს”: “…ხალხი დაჰკრავს ბუკსა და ნაღარას, მაშინ შეიძლება მახვილიც დაგვჭირდეს, მხოლოდ მაშინდელი ტერორი სულ სხვა იქნება _ დანა ხირურგის ხელში სიცოცხლის მომცემია…”

ტერორიზმის პრობლემა ყოველნაირი გამოვლინებით ახლა ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ეს ამ 100-150 წლის წინათ იყო. ამასთან ტერორიზმი ჩვენთვისაც აღარ არის ვირტუალური პრობლემა, ის უკვე ჩვენც შეეგვეხო, ის შეიძლება მოხდეს ჩვენს ნებისმიერ ქუჩაზე, ქალაქსა და ქვეყანაში.

წიგნიდან “ტერორისტები”.

ავტორები: ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

"გახალისდით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არაფერია სანერვიულო" _ ლაშა ღლონტი

„უსაფრთხოება და არა შიში“ - სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო