თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო კონტროლის გავლისას 50 წლამდე ასაკის ქალებსა და კაცებს პირადობის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები აღმოაჩნდათ.
მგზავრები, რომლებიც ისრაელში სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ, დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.
ისრაელის საგამოძიებო ორგანოები ყალბი დოკუმენტების წყაროს ადგენენ.