https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ციფრები, რომლებიც კრიზისს აშიშვლებს: რამდენი მოსწავლე დარჩა ჩოხატაურის სკოლებში და რატომ წყვეტენ ბავშვები სწავლას?

11:07; 3.06.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სანამ ქვეყნის საინფორმაციო სივრცე პოლიტიკურ განცხადებებს მიაქვს, რეგიონებში ყველაზე მძიმე და დემოგრაფიული კრიზისი განათლების სისტემას არტყამს. „გურია ნიუსის“ მიერ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები საგანგაშო სურათს აშიშვლებს: მუნიციპალიტეტიდან ბავშვების გადინება მასშტაბურ ხასიათს იღებს, ხოლო სკოლების უმრავლესობა ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.

ავტორიზაციის კრიზისი და სკოლების რეალური კონტიგნეტი

მუნიციპალიტეტში მოქმედი 32 საჯარო სკოლიდან ავტორიზაცია მხოლოდ 12-ს აქვს გავვლილი, ხოლო 20 სკოლა (60%-ზე მეტი) ამ დრომდე შესაბამისი სტატუტის გარეშეა. რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში გამოსწორდება: “ამ სკოლების სიას ახალი სასწავრლო წლისთვის კიდევ დაემატება სკოლები“.

მუნიციპალიტეტში სულ 2037 მოსწავლე ირიცხება. აი, როგორ ნაწილდება ეს რაოდენობა სკოლების მიხედვით, რაც ნათლად აჩვენებს სოფლების დაცლის ტენდენციას:

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ 440 მოსწავლე; ბასილეთის საჯარო სკოლა _ 24 მოსწავლე; ბუკისციხის საჯარო სკოლა _ 47 მოსწავლე; ბუკნარის საჯარო სკოლა _ 92 მოსწავლე; ამაღლების საჯარო სკოლა _ 61 მოსწავლე; გოგოლესუბანის საჯარო სკოლა _ 62 მოსწავლე; გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა _ 32 მოსწავლე; გუთურის საჯარო სკოლა _ 90 მოსწავლე; დაბლაციხის საჯარო სკოლა _ 22 მოსწავლე; დიდივანის საჯარო სკოლა _ 6 მოსწავლე; ერკეთის საჯარო სკოლა _ 43 მოსწავლე; ვანზომლეთის საჯარო სკოლა _ 25 მოსწავლე; ზემოსურების საჯარო სკოლა _ 21 მოსწავლე; ზემოხეთის საჯარო სკოლა  _ 7 მოსწავლე; ზოტის საჯარო სკოლა _ 95 მოსწავლე; იანეულის საჯარო სკოლა _ 39 მოსწავლე; კოხნარის საჯარო სკოლა _ 58 მოსწავლე; ნაბეღლავის საჯარო სკოლა _ 35 მოსწავლე; სამების საჯარო სკოლა _ 34 მოსწავლე; საჭამიასერის საჯარო სკოლა _ 54 მოსწავლე; ფარცხმის საჯარო სკოლა _ 33 მოსწავლე; ქვაბღის საჯარო სკოლა _ 42 მოსწავლე; ქვენობნის საჯარო სკოლა _ 49 მოსწავლე; შუა ამაღლების საჯარო სკოლა _ 77 მოსწავლე; შუა სურების საჯარო სკოლა _ 25 მოსწავლე; შუაფარცხმის საჯარო სკოლა _ 56 მოსწავლე; ჯვარცხმის საჯარო სკოლა _ 67 მოსწავლე; ჩხაკაურას საჯარო სკოლა _ 15 მოსწავლე; წიფნარის საჯარო სკოლა _ 33 მოსწავლე; ხევის საჯარო სკოლა _ 16 მოსწავლე; ხიდისთავის საჯარო სკოლა _ 70 მოსწავლე; ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა _ 267 მოსწავლე.

78 დაკარგული მოსწავლე და ქრონიკული გაცდენები

კიდევ უფრო დრამატულია იმ მოსწავლეთა სტატისტიკა, რომელთაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სწავლა შეწყვიტეს და სტატუსი შეუჩერდათ. საუბარია 78 ბავშვზე, რომელთა სკოლიდან წასვლის ოფიციალურად რეგისტრირებული მიზეზები მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს ასახავს.

რესურსცენტრიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, წლების მიხედვით სურათი ასე ნაწილდება:

2022 წელს სხვადასხვა მიზეზების გამო სწავლა შეწყვიტა სხვადასხვა სკოლის 14-მა მოსწავლემ; 2023 წელს _ 25-მა მოსწავლემ; 2024 წელს _ 8 მოსწავლემ; 2025 წელს _ 21-მა მოსწავლემ; 2026 წელს _10-მა მოსწავლემ.

რაც შეეხება მოსწავლის სტატურის შეჩერების მიზეზებს, 2022-2026 წლებში, გაცდენების გამო, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის 24 მოსწავლეს; ბუკისციხის საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს და ამაღლების საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს _ საზღვარგარეთ გამგზავრების გამო; სოფელ გოგოლესუბნის 8 მოსწავლეს, რომელთაგან 4 საზღვარგარეთ გაემგზავრა, 3-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია ხანგრძლივი გაცდენა; სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის 1 მოსწავლეს _ უცხოეთში სწავლის გაგრძელების გამო; გუთურის საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს _ საზღვარგარეთ გამზავრების გამო; დაბლაციხის საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს, რომელთაგან 3 გაემგზავრა საზღვარგარეთ; ერკეთის საჯარო სკოლაში 2022 წელს საშუალო საფეხურის მოსწავლემ სწავლა მიატოვა; ვანზომლეთის საჯარო სკოლის 1 მოსწავლეს _ 2023 წელს საზღვარგარეთ გამგზავრების გამო; კოხნარის საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს, რომელთაგანც 4 მოსწავლე გაემგზავრა საზღვარგარეთ, 2-ს მშობლების ავადმყოფობის გამო მოუწია გაცდენა; ნაბეღლავის საჯარო სკოლის 1 მოსწავლეს _ ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქალაქში; 2024 წელს საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა; ქვაბღის საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს _ სამივე მოსწავლე საზღვარგარეთ გაემგზავრა; ქვენობნის საჯარო სკოლის 1 მოსწავლეს, რომელიც საზღვარგარეთ გაემგზავრა; შუა ამაღლების საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს, რომელთაგან 1-მა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, 2  საზღვარგარეთ გაემგზავრა, სამი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა; ხიდისთავის საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს, რომელთაგან 3 მოსწავლე გაემგზავრა საზღვარგარეთ, 1 საცხოვრებლად გადავიდა სხვა ქალაქში, 2-მა კი პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის 6 მოსწავლეს, საიდანაც 3 გაემგზავრა საზღვარგარეთ, 1-ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, 2-მა კი შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

კანონით დამტკიცებული „რეპეტიტორიუმი“ და ახალი რეგულაციები

სანამ რეგიონებში სკოლები უფროსკლასელების გაცდენებს ებრძვიან, პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით (85 ხმით 10-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა.

კანონის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელს: დაწყებითი (I−VI კლასები), საბაზო (VII−IX კლასები) და საშუალო (X-XI კლასები). 11 კლასის დასრულებისას გაიცემა სრული განათლების ატესტატი, ხოლო XII კლასი ხდება აბსოლუტურად ნებაყოფლობითი (საჯარო სკოლებშიც) მათთვის, ვისაც აკადემიური მომზადების განმტკიცება სურს.

ამავე რეფორმით, მე-11 კლასში იქმნება ე.წ. „რეპეტიტორიუმი“ _ ინტენსიური ერთწლიანი პროგრამა, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო საგნებს ისწავლიან. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, ეს ნაბიჯი ემსახურება სისტემის 8 მთავარ გამოწვევასთან ბრძოლას და მიზნად ისახავს ბავშვების სკოლაში დაბრუნებასა და ოჯახებიდან ფინანსური წნეხის მოხსნას.

კაბინეტის რეფორმები მიწაზე არსებული კრიზისის პირისპირ: 2028-2029 წლების ბუნდოვანი პერსპექტივა

თბილისურ გეგმებსა და რეგიონულ სინამდვილეს შორის არსებულ დისონანსს ჩოხატაურის მთავარი საგანმანათლებლო კერა ყველაზე თვალსაჩინოდ ირეკლავს. ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის ისტორიული ნანგრევების ფონზე, ახალი შენობის კონტურები მხოლოდ ახლა იკვეთება. მანამდე კი, ასობით ბავშვი დროებით გარემოში სწავლობს. „ვიმედოვნებთ, მშენებლობის ტენდერიც გონივრულ ვადებში დასრულდება და 2028-2029 სასწავლო წლისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გვექნება“, _ ნათქვამია სკოლის ოფიციალურ განმარტებაში.

სწორედ ეს რეალობა აჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც თბილისში მობილურების შეზღუდვით, ფორმების შემოღებითა თუ სხვა სისტემური გამოწვევებით არიან დაკავებულები, გურიის სოფლებისთვის უმთავრეს საზრუნავად გამართული სახურავი, თბილი საკლასო ოთახი და მოსწავლეთა შენარჩუნება რჩება.

დაჩქარებული წესით დამტკიცებული კანონის ქმედუნარიანობა სწორედ იმ დემოგრაფიულ კრიზისთან ჭიდილში გამოიცდება, რომელიც დღეს რეგიონს ცლის და ამ გამოცდის შედეგებს უახლოესი წლები სრულიად უტყუარად დაგვიწერს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა

"ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს"- ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო