მკვლელობა მოხდა გუშინ თბილისში. წერეთლის გამზირზე, მშენებლობაზე მომხდარი დაპირისპირებისას, ერთ-ერთს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ის სისხლისგან დაიცალა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გამო დაიწყო. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რასაც კონფლიქტი და შემდეგ უკვე მკვლელობა მოჰყვა.
მოკლული ის 1979 წელს დაბადებული წლის თამაზ ნაკაშიძეა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.



































































