https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცხოვრება სცენაზე, სცენისთვის და იძულებითი პაუზა _ ლია ურუშაძის არჩევანი

11:10; 18.10.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ჰქონია მომენტები, როცა სცენისკენ გახედვაც არ უნდოდა, მთელი თავისი ცხოვრება, სწორედ რომ სცენას და კულტურას უკავშირდება. დღესაც ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი რომ მიეცეს, არჩევანს არ შეცვლიდა.

“სული და გული კულტურაში მაქვს. 2007 წლის შემდეგ სცენაზე ზუსტად 2017 წელს დავდექი, 10 წელი სცენაზე არ გამოვსულვარ. ძალიან ემოციური იყო ეს. ექვსი წლიდან 65 წლამდე ვიდექი სცენაზე. იყო პაუზა, იძულებითი პაუზა. 2007 წლიდან 2015 წლამდე მე კულტურის სახლის შენობაში ფეხი არ შემიდგამს”, _ გულისტკივილით იხსენებს ლია ურუშაძე, რომელიც 27 წელი ლანჩხუთში კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

იგი ბავშვობიდან სცენაზე დგას. შვიდი წლის იყო, როცა პიონერთა და მოსწავლეთა სახლის თეატრალური წრის წევრი გახდა, რომელსაც ვალოდია წულაძის მეუღლე, თამარ კირთაძე ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ აქ გატარებულმა წლებმა მას დიდი გამოცდილება შესძინა, რაც წლების მანძილზე გაჰყვა. 

 პირველი სცენური წარმატებაც მალე მოვიდა.

“პირველი სპექტაკლი, რითაც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში წარვსდექით, ეს იყო ნინოშვილის “გურია”. სპექტაკლი რამდენიმე მოქმედებიანი იყო და მე სიმონას დედისა და ყაჩაღის როლები მქონდა. ყაჩაღი, რა თქმა უნდა, ბიჭი იყო.

იმ წლებში ლანჩხუთში რაიკომის მდივანი დავით საბაშვილი იყო. ძალიან უყვარდა კულტურა და თეატრის ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. ყველა სპექტაკლზე მოდიოდა ოჯახთან ერთად,  რეპეტიციებსაც ხშირად ესწრებოდა. იმ პერიოდში  მომიწია შეხვედრა ცნობილ ლანჩხუთელებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ფესვებით იყვნენ დაკავშირებულნი ჩვენს რაიონთან. უდიდესი პიროვნებები ჩამოვიდნენ მაშინ ჩვენთან. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს შეხვედრა. მაშინ პატარა გოგონა ვიყავი, მეხუთეკლასელი და თეატრის სცენაზე ვიდექი ამ ბუმბერაზი ადამიანების გვერდით _ საღამოს ერთ-ერთი წამყვანი გახლდით. “სტუმრად ლანჩხუთელებთან“, _ ასეთი ფილმიც გადაიღეს მაშინ.

_ ამის შემდეგ იყო “ამბავი ორი ბიჭისა”, სადაც ბიჭის როლი ვითამაშე. მოკლედ, ჩემი ნათლობა სცენაზე ბიჭის როლში  შედგა. ეს როლი თავის დროზე თამარ კირთაძეს ჰქონდა ნათამაშები და წლების შემდეგ მე მანდო. თამარი უნიკალური ხელმძღვანელი იყო, ბრწყინვალედ მღეროდა.

თეატრთან ერთად სპორტიც ძალიან უყვარდა, სკოლაშიც წარჩინებით სწავლობდა და როგორც თავად ამბობს, ბავშვობა ცოტა სხვანაირი ჰქონდა…

“მეცხრე კლასამდე მეორე სკოლაში ვსწავლობდი, მერე გადავედი პირველ სკოლაში. ასე რომ, ძირითადად, მეორე სკოლელი ვარ. თუმცა, ჩვენში განსხვავება მაინც არ იყო, პირველსკოლელი იყავი თუ მეორესკოლელი, ყველა ერთად ვიკრიბებოდით. ჩვენ ძალიან სხვანაირად ვმეგობრობდით, არ იყო დაპირისპირება. დაპირისპირება მხოლოდ სპორტული, თეატრალური იყო მაშინ.

ხელბურთელი ვიყავი, მეკარე, ძალიან ხშირად გამოვსულვარ რაიონის ნაკრებში. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის შემდეგ, ტანვარჯიშთან ერთად ხელბურთი ერთ-ერთი პირველი იყო. იმ პერიოდში მეორე სკოლას ჰყავდა განუმეორებელი გუნდი ხელბურთში. ცისანა კუნჭულია, ვანდა ხეცკო, ლიანა რამიშვილი _ ესენი საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან სცენაზე იყო, მისი პროფესიული არჩევანი მაინც განსხვავებული აღმოჩნდა. დიპლომში ორი სპეციალობა უწერია_ თურქული ენა და ლიტერატურა; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სკოლაში. ლანჩხუთში დაბრუნებულმა სკოლა-ინტერნატში დაიწყო კიდეც მასწავლებლად მუშაობა, თუმცა, სცენის სიყვარულს აქაც ვერ გაექცა.

“ერთადერთ ვიყავი, ვინც დამოუკიდებლად დავიცავი დიპლომი. ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, საუკეთესო სადიპლომო ნაშრომი გაქვს, დარჩი უნივერსიტეტშიო, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი ლანჩხუთში. შესაძლოა, დღეს ერთ-ერთი მეცნიერიც კი ვყოფილიყავი. მერე სკოლა-ინტერნატში დავიწყე პედაგოგად მუშაობა და ბავშვებთან ერთად პატარ-პატარა იგავ-არაკების სცენაზე დადგმა დავიწყე. ამ დროს მოსწავლეთა სახლის დირექტორი ჩემი კლასელი შალვა ნაჭყებია იყო და მან იცოდა ის წარმატებები, რაც თეატრთან დაკავშირებით მქონდა. სკოლის პერიოდში არა მარტო პიონერთა თეატრში, სახალხო თეატრშიც ვმონაწილეობდი. მათთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზეც კი გამოვედი სპექტაკლით. ეს ძალიან კარგი მოგონებაა, როცა ცოცხალ ვერიკო ანჯაფარიძეს, შალვა ღამბაშიძეს და ასეთ დიდ ტიტანებს ხედავ. 15 წლის გოგო ხარ მაშინ, თავი ზღაპარში გგონია.

ჰოდა, ასე, ჩემმა კლასელმა ამიყვანა პიონერთა წრის სამხატვრო ხელმძღვანელად. პირველად ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” დავდგი.  1975 წელს შალვა რაიკომში გადაიყვანეს და მე დამნიშნეს მოსწავლეთა სახლის დირექტორად. ჩემი ხელფასი 75 მანეთი იყო, მოადგილის _ 70 მანეთი, ამდენივე ჰქონდა დამლაგებელსაც. მაშინ შეიქმნა ბიჭუნათა ანსამბლი “იმედი, რომლის ხელმძღვანელად ნანული ჩავლეიშვილი დავნიშნე. შეიქმნა ცეკვის ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელიც გია ხუხუნაიშვილი იყო. ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს 12 მანეთი ჰქონდა ხელფასი. ამ ფასად ვინ იმუშავებდა?!  ბოთლების ჩაბარება დავიწყეთ და შემოსული ფულით ვარიგებდით ხელფასს“, _ იხსენებს განვლილ წლებსა და მაშინდელ წარმატებებს ჩვენი რესპონდენტი.

 მოსწავლეთა სახლის შემდეგ კულტურის განყოფილების უფროსად დაინიშნა, სადაც  27 წელი იმუშავა,  მერე კი გულნატკენს მოუწია იქედან წამოსვლა.

“სიმართლე  რომ ვთქვა, არ მინდოდა მოსწავლეთა სახლიდან წამოსვლა, აწყობილი მქონდა იქ ყველაფერი, ძალიან გამიჭირდა ამის დათმობა. 1980 წელს დავინიშნე კულტურის განყოფილების უფროსად და 27 წელი ვიმუშავე.  კულტურის სფეროში მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი რეორგანიზაცია მე მოვახდინე და შევქმენი კულტურის ცენტრი, მოხდა ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია. მოვიდა 2007 წელი და გამომიშვეს. მახსოვს კულტურის ბიუჯეტი მე გამაკეთებინეს და უცებ ვიგებ, რომ კულტურის ცენტრის დირექტორად სხვა ინიშნება. მე დავრჩი უმუშევარი. უფრო სწორედ, დამნიშნეს მოადგილედ საორგანიზაციო დარგში, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და განცხადება დავწერე წამოსვლის თაობაზე. მაშინ ჩემთან ერთად ბევრი წამოვიდა სამსახურიდან”.

სამთვიანი უმუშევრობის შემდეგ ახლად შექმნილი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ჩააბარეს, თუმცა, 2010 წელს აქედანაც მოუწია წამოსვლა და ისევ სამი თვით  დარჩა უმუშევარი.

“ბაღების მერე  კულტურულ მემკვიდრეობაში ორი მუზეუმის დირექტორად დამნიშნეს. ჩემი ხელმძღვანელობის დროს გაიხსნა სპორტისა და შემოქმედთა მუზეუმები. ამ უკანასკნელის გახსნას ძალიან დიდი ჯაფა დასჭირდა. იქ თითქმის არაფერი დამხვედრია. მადლიერი ვარ დარეჯან ბიწაძის, რომელიც ყველასთან ამბობს, ეს მუზეუმი ლია ურუშაძემ შექმნა და გააკეთაო.

მერე გამგებელმა ზაზა ურუშაძემ არ გვჭირდება კულტურული მემკვიდრეობა და ლიკვიდაცია გაუკეთა სამსახურს. ერთხელ არ მახსოვს, ვინმეს გავეთავისუფლებინე, რომ ეს არაა კარგი ხელმძღვანელიო. რომ ავაღორძინე და ავაყვავე, მერე რა დავაშავე რომ მიშვებენ სახლში. ეს ცოტა შეურაცხმყოფელია”, _ ამბობს ლია ურუშაძე, რომელიც ახლა სახელოვნებო სკოლათა გაერთიანებას ხელმძღვანელობს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიამ ბულგარეთს გადასცა

ევროკავშირის ელჩი: ჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო