„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბა ჩოხატაურში, რევაზ ბერძენიშვილმა პოსტი დატოვა.
“გურია ნიუსი” ბერძენიშვილს დაუკავშირდა, მაგრამ ამ ეტაპზე მან კომენტარი არ გააკეთა.
მოგვიანებით კიდევ ვცადეთ მასთან დაკავშირება, მაგრამ მისი ტელეფონი გასულიყო მომსახურების ზონიდან.
ამ ეტაპზე ჩვენს ზარს არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, მინდია ჟღერიამ უპასუხა.
„გურია ნიუსმა“ კითხვებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს მიმართა.
პასუხს მკითხველს მიღებისთანავე მივაწვდით.
ავტორი
































































