გორში, გუშინ, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა მოქალაქეებზე იძალადეს. ამის ამსახველი ვიდეო კადრები ონლაინ გამოცემა „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
„გურია ნიუსის“ ფეისბუქგვერდზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა („ქართული ოცნების“ დეპუტატია) ასეთი კომენტარი გააკეთა ვიდეო კადრებზე: „ვინც უღებდა, სერს უყურებდა? ისიც ამ პოლიციელებივით მოძალადეა.
„ჩუმად იღებდა. დასახმარევლად მისული რომ გალახეს, ეტყობა არ დაგინახია. მოდი, გამოვიცნოთ, რამდენ პოლიციელს დასჯიან… – პასუხობს ფეისბუქმომხარებელი, ირმა კუპრაძე.


































































