და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი მხარეებს შორის მყარი ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობას შეეხო.
“შვედეთი მზად არის, ქართულ მხარესთან სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმოს, _ განაცხადა ოლეგ იზიუმენკომ, _ ჩვენ განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიც არსებული ნაგავსაყრელების დახურვა იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, შევძლებთ, ქმედითი დახმარება გაგიწიოთ კადრების გადამზადების თვალსაზრისით; ასევე, შევქმნათ ნარჩენების მართვის რამდენიმე თანამედროვე მოდელი, რომელთაგან თქვენ სასურველ ვარიანტს შეარჩევთ.”
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახალი შექმნილია და სამინისტრო თანამშრომლობის ამგვარი განვითარების მოხარული იქნება: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თანამშრომლობა. ასეთი სტრუქტურა აქამდე არ არსებობდა. მეტიც, ნარჩენების სტატისტიკის მოწესრიგებაც ჩვენ მოგვიხდა, რადგან, წინა ხელისუფლების დროს, მეტი ნაგვის გაწერა ბიუჯეტიდან მეტი შემოსავლის მიღებას ნიშნავდა, შესაბამისად, მაშინდელი ციფრები რეალობას არ ასახავდა, ” – განაცხადა შოთა მურღულიამ – “ამ სფეროში ჩვენ გვჭირდება როგორც კადრების გადამზადება, ისე ჩვენი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ადეკვატური სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება.”