აქციის მონაწილეები შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისაკენ გაემართებიან.
“შეგახსენებთ, რომ დიდ ჰესებზე უარის თქმა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო პროგრამით გაცემულ უაღრესად კონკრეტულ და კატეგორიულ დაპირებას წარმოადგენდა! დღემდე არათუ “დიდი კაშხლებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა” არ მომხდარა, არამედ ხელისუფლება ხალხის, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, იძულების, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის გზით ცდილობს მათ აშენებას!” _ ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.