https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პარლამენტის დეპუტატს ტელეფონი ადგილობრივი ბიუჯეტის ფულით უყიდეს

9:09; 8.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

წლების განმავლობაში ხელისუფლება ხალხის ხარჯზე ფუფუნებას არ იკლებდა. ძვირადღირებული ტელეფონები, ლეპტოპები, ავტომანქანები, სავარძლები, კარადები, მაგიდები _ ეს ყველაფერი ხალხს რამდენიმე მილიონი უჯდებოდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2010 წლიდან დღემდე  მილიონამდე ლარი სწორედ ტელეფონებში, ლეპტოპებში, სავარძლებში, ტელევიზორებში დახარჯა.

საოფისე სავარძელი _ 500 ლარის ღირებულებით, 250- ლარიანი კარადა, 675-ლარიანი ოფისის სკამი, 1214-ლარიანი ლეპტოპი, 490- ლარიანი მობილური ტელეფონი _ ეს ქონება მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროსს, დავით ჯინჭარაძეს ებარა. ჯინჭარაძემ რამდენიმე ხნის წინ, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ჩაბარებული ქონების ნაწილი გამგეობაში ვნახეთ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მობილური ტელეფონი ჯინჭარაძეს სახლში "გაყვა".

"სახლში გაყოლილი" ტელეფონების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ტელეფონების მსგავსად გაურკვეველია რამდენიმე ლეპტოპის ბედიც. ის, რომ ნამდვილად შეძენილია, ხელშეკრულებებით დასტურდება. თუმცა, ბევრ მათგანს მიღება-ჩაბარების აქტი არ ახლავს, შესაბამისად, რთული სათქმელია, სად და ვისთან ინახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შეძენილი ქონება.

ჩოხატაურელი ჩინოსნები, როგორც დოკუმენტები ცხადყოფენ, ყველაზე უხვები ტელეფონების ყიდვისას არიან. უმრავლესობას ბიუჯეტის ხარჯზე თითქმის ყოველ წელს აქვს ტელეფონი გამოცვლილი, თუმცა, ძველი ტელეფონი არავინ იცის, სადაა. ჩამოწერის აქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ გააჩნიათ.

ყველაზე მეტი მობილური ტელეფონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2011 წელს არის შეძენილი.

2011 წლის 14 აპრილს, ინდმეწარმე ნათია კორკოტაძესთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2470 ლარის ღირებულების ტელეფონები შეიძინეს, ამავე წლის24 მაისს _ 890 ლარის. ამავე წლის 26 აგვისტოს  1212 ლარის. 2011 წლის 21 ოქტომბერს _ 1725 ლარის მობილური ტელეფონია შეძენილი.

წლების მანძილზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტელეფონებს ერთი და იმავე ინდმეწარმესთან _ ნათია კორკოტაძესთან ყიდულობდა.

2013 წლის 12 მარტს ზედამხედველობის სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროსს, ვლადიმერ სიხარულიძეს 380-ლარიანი ტელეფონი შეუძინეს (სიხარულიძე ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა). ვლადიმერ სიხარულიძეს ბიუჯეტის ფულით ტელეფონი 2010 წელსაც აქვს შეძენილი.

მიმდინარე წლის 3 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ 200-ლარიანი ტელეფონი შეიძინა (ჯინჭარაძე ახლა გამგებლის პირველი მოადგილეა).

მიმდინარე წლის 27 მარტს მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელს, ვლადიმერ გოგიბერიძეს 220-ლარიანი ტელეფონი შეუძინეს. გოგიბერიძეს ტელეფონი წინა წლებშიც აქვს შეძენილი.

2013 წლის 24 ივლისს, საკრებულოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ მორიგი ტელეფონი შეიძინა. ხუნდაძის ბალანსზე ბოლო 4 წლის განმავლობაში 2 ტელეფონია.

2 ცალი ტელეფონი 2014 წლის 26 თებერვალს შეუძინეს ქონების მართვის სამსახურის უფროს  ვლადიმერ ლომთათიძეს, რომლის თქმით, ერთით _ მისი თანამშრომელი სარგებლობს.

2013 წლის 22 თებერვალს  მობილური ტელეფონი შეძენილია ჩოხატაურის გამგებლის მოადგილისთვის, ირაკლი ახობაძისთვის _ ფასით 360 ლარი. ახობაძე დღეს საკრებულოს წევრია და როგორც გავარკვიეთ, ტელეფონი არ ჩაუბარებია. უფრო მეტიც, მას სახლში მეორე, მისი განმარტებით, "გაფუჭებული" ტელეფონი აღმოაჩნდა, რომელიც, ასევე, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელი ლია ხუნდაძე, საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე შალვა ჩანტლაძე,  საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურის განყოფილების უფროსი ლუდმილა მეგრელიშვილი, ეკონომიკის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი (ამჟამად გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი), საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე (ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი), საფინასო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე (ამაჟამად შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი), ყოფილი გამგებელი გია გიორგაძე (ამჟამად ინფრასტრუქტურიოს სამსახურის უფროსი), გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კორიფაძე  _  ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძვირადღირებული ტელეფონები შეუძინეს და რომლის ნაწილის ბედიც გაურკვეველია.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2011 წელს მობილური ტელეფონი შეძენილია იმდროინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, კორნელი კუკულავასთვისაც.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მობილური ტელეფონები (მათ შორის, წელსაც) მდივნებისა და მძღოლებისთვისაც არის შეძენილი, თუმცა, გაცილებით იაფფასიანი. უმეტეს შემთხვევაში, ტელეფონების ღირებულება 100 ლარს არ აღემატება.

ქონების მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლომთათიძე ამბობს, რომ ძველ ჩინოვნიკებს, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, ბიუჯეტით შეძენილი ქონება არ მოაქვთ:

_ მაგალითად, დოდო მამალაძეს (მამალაძე 2011 წელს კულტრის სამსახურის უფროსი იყო) რამდენჯერ დავურეკე და არ მოიტანა. არ მოაქვთ და მე რა ვქნა?! კიდევ ერთხელ ვეტყვი, დააბრუნებენ _ დააბრუნებენ, თუ არადა, თავში ქვა უხლით, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლომთათიძე, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის ქონებაზე.

_ ბატონო ვლადიმერ, ვინ უნდა იხალოს თავში ქვა? იმ ადამიანებმა, რომლებიც ბიუჯეტს ავსებენ და ეს ბიუჯეტი კონკრეტული ადამიანების ფუფუნებისთვის იხარჯება?

_ აბა რა ვქნა, ვერ გავიგე, ძალით ხომ ვერ მოვატანინებ?! _ ამბობს ლომთათიძე.

მისივე თქმით,  წაღებული ტექნიკის შესახებ ყველა საქმის კურსშია, თუმცა, კონკრეტული დოკუმენტაცია შედგენილი არ არის. უფრო მეტიც, გამგეობაში არ არსებობს მიღება-ჩაბარების, ჩამოწერის აქტები.

გაურკვეველია რამდენიმე ლეპტოპის ბედიც. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ლეპტოპები საკრებულოს კომისიის ხელძღვანელებს და სამსახურების უფროსებს აქვთ შეძენილი, თუმცა, გადამოწმებისას ბევრი მათგანი გამგეობის შენობაში ვერ აღმოვაჩინეთ.

_ ყველას დავურეკე და აუცილებლად მოიტანენ, _ ამბობს ლომთათიძე და ადასტურებს, რომ ჩამოწერის აქტების არარსებობა, მიღება-ჩაბარების აქტების არშედგენა, ბიუჯეტის მიერ შეძენილი ქონების ადგილსამყოფელის გაურკვევლობა კანონის დარღვევაა.

_ რა ვქნა?! კი ვიცი, რომ ამით კანონი დავარღვიე, მაგრამ მართლა არ მოაქვთ, _ ამბობს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, რომელიც ორი წლის განმავლობაში სანიმუშოდ შესრულებული სამუშაოსთვის რამდენიმეჯერ პრემიითაც დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო-გამგეობის მიერ 2010-2012 წლებში საკამოდ დიდი რაოდენობით ტელევიზორებია შეძენილი. ყველა მათგანი ჩოხატაურელ ინდმეწარმეებთანაა შეძენილი, თუმცა, არცერთ მათგანს ტექნიკის მაღაზია არ გააჩნია. მაგალითად, ინდმეწარმე თამაზ ვასაძე, რომელთანაც ტელევიზორებს ხშირად ყიდულობენ, ტელევიზორის შემკეთებელია. ინდმეწარმე ზურაბ მდინარაძეს კი რკინეულობის მაღაზია აქვს და ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ მას ტელევიზორები არც ჰქონია და არც აქვს გასაყიდი:

_ არა, ტელევიზორებს არ ვყიდი, არც გამიყიდია,_ დაგვიზუსტა მდინარაძემ.

_ მაშინ როგორ გავიგოთ, რომ გამგეობასთან დადებულ ხელშეკრულებაზე თქვენი ხელმოწერა და ბეჭედია?

_ არ ვიცი, იქნებ ადრე იყიდეს (?!), _ ამბობს მდინარაძე, რომელიც წლებია, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს "ბახმარო 2009"-ის (საფეხბურთო კლუბი ბახმარო) ბუღალტერია.

უნდა ითქვას ისიც, რომ გამგეობას ზურაბ მდინარაძისგან, ტელევიზორების გარდა, სხვა ნივთებიც აქვს ნაყიდი _ მათ შორის, სადილის სერვიზი, მობილური ტელეფონი… არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მდინარაძეს აგრარული ბაზრის გვერდით რკინეულობის მაღაზია აქვს!

ჩოხატაურის მსგავსად საკმაოდ საინტერესოა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ გახორციელებული შესყიდვებიც, რომლის შესახებაც უახლოეს ნომერში გიამბობთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საკრებულოს ახალი რეგლამენტი და ახალი წესები

"ვანო მერაბიშვილის სიდედრი თბილისის მერიაში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა"

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო