https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კლიმატის ცვლილება საქართველოს რეგიონებს სერიოზულ ზიანს აყენებს

2:01; 11.01.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კლიმატის ცვლილების შედეგად, მეორე ეროვნული შეტყობინების მიხედვით, ყველაზე მეტად, საქართველოს სამი რეგიონი დაზარალდება: დედოფლისწყარო, ლენტეხი და შავი ზღვის სანაპირო.

საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისათვის ერთობლივად მოამზადა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ. 1997-99 წლებში, გლობალური გარემოსდაცვის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველომ მოამზადა ქვეყნის პირველი ეროვნული შეტყობინება.

ფოთი წყალს მიაქვს?!

შეტყობინების მიხედვით, შეუქცევადი პროცესები, შავი ზღვის, ფოთის სანაპირო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას და რეგიონის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს _ ასეთ დასკვნას, კლიმატის ცვლილებაზე და ბუნებრივ კატაკლიზმებზე მომუშავე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები აკეთებენ.

როგორც ექსპერტი ანზორ ტყებუჩავა განმარტავს, მიმდინარე გლობალური დათბობის ფონზე, შავი ზღვის ეკოსისტემისთვის გამოიკვეთა ოთხი ძირითადი საფრთხე: ზღვის დონის აწევა, შტორმების ინტენსივობისა და სიხშირის ზრდა, მყინვარული მდინარეთა დელტებში გააქტიურება (ემუქრება მხოლოდ რიონის დელტას) და მის შუაწელს, ასევე ზღვის თერმული მახასიათებლების შეცვლა. ჰიდრომეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, უხვნალექიანი დღეების ალბათობის მატება ზრდის რიონის წყალმოვარდნების ინტენსივობას, რადგან ზღვის მხრიდან მდინარის შეკავება იზრდება.

“შტორმების და წყალმოვარდნების დროს იზრდება ადამიანთა მსხვერპლი, სტრესი, ტრავმები, ინფექციურ დაავადებათა გავრცელება, რაც განსაკუთრებით დიდი ზარალის გამომწვევი იქნება მჭიდროდ დასახლებულ, განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე მდინარეთა დელტებში (ფოთი, ბათუმი). შტორმების, წყალმოვარდნების და ნაპირის მუდმივი ჩარეცხვის შედეგად, მოსახლეობის იძულებითი მიგრაცია, რომელიც ამჟამად მხოლოდ ადლიის სანაპიროს პრობლემაა, უახლოეს პერიოდში დაემუქრება სხვა მდინარის დელტებში დასახლებულ პუნქტებსაც”, _ ნათქვამია კვლევაში.

ეკონომიკურ ასპექტებზეა საუბარი შეტყობინების ტექსტში, რომელზეც ათეულობით სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტები 3 წლის განმაცვლობაში მუშაობდნენ. დოკუმენტი, 230 გვერდს მოიცავს.

“არავინ მოვა სუფთა ეკონომიკური გათვლებით, ისეთ სარისკო ზონაში, სადაც ყველაფერი წყალს მიაქვს. ეს, პირველ რიგში, უარყოფითად მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება, რადგან ზღვისპირა ქალაქის _ ფოთის განვითარების პერსპექტივა, გარდა სატერმინალო საქმიანობისა, ნულს უტოლდება”, _ გვეუბნება ექსპერტი ანზორ ტყებუჩავა.

მოსახლეობას ხმელეთზე ზღვის მუდმივი შემოჭრა აშფოთებს. ისინი წუხან, რომ სანაპირო ზოლის ამ სისწრაფით წარეცხვა, ბევრ მათგანს, მიგრანტად აქცევს. როგორც კუნძულის უბნის მცხოვრები, ჯანსუღ კანკია ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში, ზღვის ძლიერი ღელვისას, წყალი პირდაპირ ეზოებში შედის: “ზღვა ქალაქისკენ, დაახლოებით 1.5 კილომეტრითაა შემოჭრილი, მე რაც მახსოვს. ახლა ტალღების სიმაღლეც გაიზარდა. ადრეც იყო შტორმი, მაგრამ ასე არ გვაწუხებდა. თუ ეს გაგრძელდა, აქ ოჯახებს კიდევ მოუწევს აყრა. მახსოვს ის პერიოდი, სახლები და სასაფლაოს ნაწილიც კი, როგორ წაიღო ზღვამ. ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა ხალხი”, _ ამბობს ჯანსუღ კანკია.

სანაპირო ზოლის გამაგრების კონკრეტული გეგმა, ფოთის მთავრობაში არ გააჩნიათ. ქალაქის მერის, ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით, ეს პრობლემა ინვესტორებისა და მათ მიერ გახორციელებული პროექტების პარალელურად მოგვარდება. ლემონჯავა, ამ შემთხვევაში იმ სამუშაოებს გულისხმობს, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და სამრეწველო პორტის მიმდებარედ, გაფართოების მიზნით უნდა ჩატარდეს.

ქალაქის ძალებითა და თანხებით პრობლემის მოგვარება წარმოუდგენლად მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო საღინაძეს: “ეს სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს. პრობლემა დიდია, განსაკუთრებით, პორტის სამხრეთით. ჩრდილოეთის მიმართულებით იგეგმება ახალი პორტის მშენებლობა და შესაბამისად, ეს პრობლემაც გადაიჭრება”.

ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე დამუშავების სტადიაშია ფოთის ახალი და სუფსის პორტების პროექტები. ამ პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, სანაპირო ზოლის მოწყობასა და გამაგრებას დიდი ადგილი აქვს დათმობილი, თუმცა, მათი გახორციელების ვადები, ჩვენთან საუბარში, სამშენებლო კომპანიებმა ვერ დააკონკრეტეს.

მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორისა და ექსპერტის, მარინა შვანგირაძის განცხადებით:”შავი ზღვის სანაპირო ზოლის პრობლემის მოგვარებას ცალკეული კერძო კომპანიების ქმედება ვერ უშველის და აქ ხელისუფლება უნდა ჩაერიოს”.

პორტის სამხრეთით, სადაც ამჟამად მხოლოდ ზღვის სიღრმეში ამოშვერილი ბოძები ჩანს, ჯერ კიდევ 50 წლის წინ იპოდრომი იყო. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ტერიტორიაზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ზღვამ 2 კილომეტრით გადმოინაცვლა ნაპირისკენ.

როგორც ჰიდროგრაფიული სამსახურის 2000 წლის კვლევაშია ნაჩვენები, რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალა, ძირითადად ჩრდილოეთ სანაპიროზე ილექება; შესაბამისად, მზარდია ამ ნაწილში, ხმელეთის ზღვაში შეჭრის მაჩვენებელიც. ჩრდილოეთისგან განსხვავებით, სანაპირო ზოლს სერიოზული საფრთხე ექმნება სამხრეთით. ზღვამ ასეულობით ჰექტარი მიწა უკვე მიიტაცა, მეცნიერების გათვლებით ეს ტერიტორია 600 ჰა-ს აღემატება.

კლიმატის ცვლილების რეგიონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის შავი ზღვის სანაპირო ზონაში, ფოთის მიდამოებში, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 1.20 გრადუსით, ნალექთა 8-10%-იანი კლების ფონზე. ამ ცვლილებებმა კი, შესაძლოა გავლენა იქონიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

დედოფლისწყაროს გაუდაბნოება ემუქრება?!

თუ შავი ზღვისპირეთს წყალი უტევს, აღმოსავლეთით, კერძოდ კი, კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოების პროცესები ვითარდება.

დედოფლისწყაროში, სასოფლო-სამეურნეო მიწების ქარებისაგან დასაცავად, გასულ საუკუნეში 1 770 ჰექტარ ფართობზე ხეები დაირგო. 1990-იანი წლებიდან, სოციალური კრიზისის გამო, ეს ქარსაფარი ზოლები თითქმის მთლიანად საშეშედ გაიჩეხა, რამაც ნიადაგის ეროზია გააძლიერა. სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომლებიც ადრე მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა, ეროზიის შედეგად, ფაქტობრივად გამოუყენებელი გახდა, მათ შორის, შირაქის შავმიწა ნიადაგები.

დედოფლისწყაროს რაიონში დეგრადირებული მიწები, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 4 975 ჰექტარს აღწევს. ისინი ველური მცენარეულობით დაიფარა, რის გამოც, ამჟამად ამ მიწების უმეტესი წილი მიტოვებულია.

დედოფლისწყაროს რაიონში მიწის დეგრადაცია ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის საძოვრებზე, რომელთაც რაიონის მთელი ტერიტორიის 52% უჭირავს. საბჭოთა პერიოდში, ცხვრის ფარების დიდი ნაწილი ტრადიციულად გადაირეკებოდა დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ზამთრის საძოვრებზე. 1990-იანი წლების დასაწყისში ეს პრაქტიკა, პოლიტიკური მოვლენების გამო, შეჩერდა და დარჩენილი ფარების უმეტესი ნაწილი დედოფლისწყაროს რაიონის ზამთრის საძოვრებზე დაჰყავთ.

“საძოვრები, ნორმით გათვალისწინებულზე ორმაგად და სამმაგად არის დატვირთული, მაშინ, როდესაც ნორმით მიღებულია 3-4 ცხვარი 1 ჰექტარზე, რეალურად, 10-ზე მეტი სული იძოვება. გადაძოვების შემდეგ ბალახი მთლიანად ნადგურდება, მაგრამ სადღა წავიყვანოთ ეს ცხვარი, ხომ არ დავხოცავთ? ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ესაა”, _ გვეუბნებიან ფერმერები.

როგორც ადგილობრივ გარემოსდაცვით ორგანიზაციებში აცხადებენ, დედოფლისწყაროს რაიონში საძოვრების 80% ფართობზე აღინიშნება გადაძოვება და მიწის დეგრადირება. საუბარია 1600 ჰა ფართობზე, რომლის აღდგენა, ადგილობრივ მოსახლეობას ამჯერად, ფაქტობრივად, შეუძლებლად მიაჩნია.

გიორგი ფანოზიშვილი, სოფელ ფიროსმანში ცხოვრობს და როგორც გვეუბნება, გარემოში მიმდინარე ცვლილებამ, პირველ რიგში, გლეხობა აზარალა, რადგან საძოვრებთან ერთად, მოსავალიც ქრება. გასულ წელს გლეხების უმრავლესობამ, ხორბლის განახევრებული მოსავალი მოიყვანა.

“არაფერი ეშველება აქაურობას, მწყემსების და ქარის გარდა არაფერი შეგხვდება ასი კილომეტრიც რომ გაიარო. ხე აღარ დარჩა საჩრდილობელი, მალე ეს ბუჩქნარიც მოისპობა”, _ გვითხრეს ქვემო და ზემო ქედში, სადაც საძოვრებთან ერთად, სასმელი წყლის პრობლემაც მწვავედ დგას, მიუხედავად იმისა, რომ წყალსაქაჩი მოწყობილობებია დამონტაჟებული. უწყლობა, ქედის გარდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც აწუხებს.

სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ დიმიტრი ხოჩანაშვილს, ძლიერი ქარების გამო, გასულ წელს ხორბლის ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეუყვანია. მისივე განმარტებით, მსგავსი მოვლენები, სამი წელია გრძელდება, შესაბამისად, არც მოსავალი არ მიუღია. ხოჩანაშვილის ბედი გაიზიარეს სხვა ფერმერებმაც.

“სტიქიური მოვლენები, როგორიცაა გვალვა და ძლიერი ქარები, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რაიონის ეკონომიკის ერთადერთ განვითარებულ დარგს _ სოფლის მეურნეობას. ბოლო 50 წლის მანძილზე, გვალვიანი პერიოდის საშუალო ხანგრძლივობამ მოიმატა 54-დან 72 დღემდე და მისი განმეორებადობის სიხშირე 2-ჯერ გაიზარდა, ძლიერი ქარების სიხშირემ 1980-იანი წლების დასაწყისიდან მოიმატა 5-ჯერ”, _ ნათქვამია, მეორე ეროვნულ შეტყობინებაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით.

ქარსაფარი ზოლების აღდგენა, რაც პრობლემის მნიშვნელოვნად შემცირების პირობად მიიჩნევა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ძალებით ვერ მოხდება. გამგეობაში განგვიცხადეს, რომ სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ღონისძიებების გატარება სერიოზულ ფინანსებს საჭიროებს. მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკოლოზ შანშიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოებს იშველიებს.

2008 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების აღდგენას. პროექტის დონორია გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო (BMU), რომელმაც პროექტს 1,2 მილიონი ევრო გამოუყო.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხეების გარკვეული სახეობები ვერ გაუძლებს დედოფლისწყაროს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს _ გვალვებს, წვიმების ნაკლებობას, ძლიერ ქარებს. ამიტომ, მხოლოდ ყველაზე გამძლე სახეობები დავტოვებთ გასაშენებლად”, _ გვეუბნება დიტერ მიულერი, პროექტის ხელმძღვანელი.

ქარსაფარი ზოლების სიფართე 10 მეტრია, საერთო სიგრძე კი _ 1700 კილომეტრი. ზოლის სრული გაშენება შერჩეული სახეობებით არა ამ პროექტის ფარგლებში, არამედ, მისი დამთავრების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

“ეს პროექტი სასიცოცხლოა დედოფლისწყაროელებისთვის”, _ ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. ამ დროისთვის აღდგენილია 28-კილომეტრიანი ქარსაფარი ზოლი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ პროცესს აფერხებს არის ის, რომ ეს მიწები პრივატიზებულია და იგულისხმება, რომ ქარსაფარიც ფერმერებმა გააშენონ.

არცერთი სხვა სახელმწიფო უწყება, როგორც გავარკვიეთ, სხვა ღონისძიებებს, გარდა გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს პროექტისა, არ გეგმავს.

“გლობალური კლიმატის ცვლილება დედოფლისწყაროელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მოსავალზე აისახება”, _ ამბობს შანშიაშვილი. მისი თქმით, დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენებაში ადგილობრივი ფერმერების ჩართვაც.

ფერმერი გელა ჩოფიკაშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, წელიწადში 7-8 ტონა ხორბალი მოდიოდა ერთ ჰექტარზე, ბოლო წლებში კი, ნახევარ ტონამდე ჩამოვიდა. არადა, დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური სიძლიერე სწორედ მიწას უკავშირდება. ძირითადი კულტურები ხორბალი, ქერი, შვრია და მზესუმზირაა. მათ მოსაყვანად კი, კლიმატური პირობები უარესდება.

“შეუძლებელია ყოველთვის დაარწმუნო მთავრობა, ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ესა თუ ის საკითხი არის პრობლემა. მე რომ გითხრათ, ახლა მთელი ქვეყანა მობილიზებულია და მზად არის ამ საფრთხეებთან საბრძოლველად, ეს ასე ნამდვილად არ არის”, _ ამბობს შვანგირაძე.

“გლობალური დათბობა მართალია, საქართველოში გაუდაბნოებას არ გამოიწვევს, მაგრამ უხვი ნალექების ზრდა მიწების დეგრადაციით და მისი განადგურებით გვემუქრება. ყოველ წელს ასობით ჰექტარ მიწას ვკარგავთ ალაზნის ტერიტორიაზე. 3 ათასი დასახლებული პუნქი კი განსაკუთრებით საშიშ ზონებში გვყავს აღრიცხული, ეს დაახლოებით 400 ათასი ოჯახია”, _ ამბობს გეოლოგიური საშიშროების დეპარტამენტის უფროსი, ემილ წერეთელი. გასული წლის მონაცემების დეტალური შესწავლის შედეგად.

საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ დედოფლისწყარო ყოველთვის ნახევარუდაბნო იყო, მაგრამ ბოლო დროს პროცესი დაჩქარდა.

“ყველა აღნიშნული მოვლენა მხოლოდ კლიმატური ცვლილებებით არ არის გამოწვეული. როცა ვსაუბრობთ მიწის დეგრადაციასა და დედოფლისწყაროში არსებულ პრობლემაზე, ეს დიდწილად ადამიანთა ჩარევის შედეგადაა გამოწვეული და დაჩქარებული”, _ ამბობს შვანგირაძე.

კვლევების მიხედვით, რომელიც შემდგომ შეტყობინებაშიც აისახა, დედოფლისწყაროს რაიონში მოსალოდნელია გადამტანებით გადაცემადი ინფექციების გავრცელებისა და დიარიული პათოლოგიების საშიშროება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიად დღემდე რჩება კახეთი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მოსაზრებით, კახეთში მალარიის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზს მოსაზღვრე აზერბაიჯანი და სომხეთი წარმოადგენს, სადაც მალარიის გავრცელების მაჩვენებელი მეტად მაღალია.

(დასასრული იქნება)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

ხელისუფლებავ, აბულაძეების ოჯახი შველას ითხოვს!

“გურია ნიუსის“ სპეციალური განცხადება

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო