ოზურგეთის მერია, ოზურგეთის საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა 2025-2026 სასწავლო წელს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებმაც წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს წასახალისებლად, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
“კერძოდ:
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო, 3 000 ლარი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სკოლის ყველა კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ სავალდებულო საგანში მიიღო საგნის ტესტის მაქსიმალური ნედლი ქულის 90% ან მეტი; ხოლო კურსდამთავრებულის სკოლას – ფულადი ჯილდოს სახით ერთჯერადად გადაეცემა – 1 500 ლარი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• სკოლის კურსდამთავრებულის განცხადება;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
• სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა საგამოცდო საგნებში მიღებული ქულების შესახებ;
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლის ოქროს მედალოსნებს, ერთჯერადად გადაეცემათ ფულადი ჯილდო – 500 ლარი.
მათ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• საკუთარი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ საჯარო ან სამრევლი სკოლიდან;
დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ონლაინ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: meriaozurgeti2018@gmail.com
ან წარმოადგინოთ ოზურგეთის მერიის კანცელარიაში.
კითხვების შემთხვევაში ან დეტალების დასაზუსტებლად გთხოვთ, მიმართოთ ოზურგეთის მერიის განათლების განყოფილებას”,_ აცხადებს მერია.































































