თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, მას შემდეგ რაც კოალიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა.
EURONEWS-ის ცნობით, ამომრჩევლებმა მმართველი ძალა არ აირჩია, რის გამოც თურქეთი პოლიტიკურ გაურკვევლობაში აღმოჩნდა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტს კონსტიტუციის შეცვლით თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ იმედები გაუცრუვდა.
პარტია, რომელიც ადმინისტრაციულ ძალაუფლებას გაიყოფს პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ლოიალურად უნდა იყოს განწყობილი.
როგორც ცნობილია, ახლადდანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.