https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროცესი ჭიანურდება _ ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

13:09; 7.09.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარე სადავო მიწების საკითხი, რომლის დაბრუნებასაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვა ფაქტებთან ერთად,  გონიოს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემაც შეისწავლეს.

ანგარიშში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა, აღნიშნულია, რომ  "გონიოში, როგორც საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის, ასევე მისი გაუქმების მომენტში არაერთ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი".

რამდენიმე უწყებაში "დაკარგულმა" საქმემ, დღემდე, მთავრობის ეკონომიკურ საბჭომდე ვერ მიაღწია. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და თუ საკითხი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

სადაო მიწების ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს. 

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი. საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა. ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია.

2007 წლის დასაწყისში, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

ამავე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა – რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ  წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს "საჩუქარი" არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ  271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა – გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

 არსებული ვითარება

2014 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ განმცხადებლები კატეგორიებად დაყო. განისაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რა რაოდენობის ფართს განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელი ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე, რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუუქმა წინა ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე მაშინ აცხადებდა, რომ,  დიდი ალბათობით, მიწები ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში გადაეცემოდათ.

დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას გადაეგზავნა, რომელსაც თითოეული დაზარალებულის განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეესწავლა. კომისიამ 2014 წლის 17 ნოემბერს ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არცერთი განაცხადი შესწავლილი არ არის.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მიწის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოში სულ 476 განაცხადია შესული. აქედან 271 ოჯახია ისეთი, რომლებსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ დაუკანონა და შემდეგ გაუუქმა საკუთრების უფლება, დანარჩენებმა კი მიწის საკუთრებაზე პრეტენზიით კომისიას მოგვიანებით მიმართეს.

ერთ-ერთი დაზარალებული ენვერ ირემაძე ამბობს, რომ მან მიწის აღიარების კომისიას განცხადებით მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

"მაისში მივმართე განცხადებით საკრებულოს, წარვუდგინე  ჩემს ხელთ არსებული ყველა საბუთი და ვთხოვე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას პირველად ჩემი საქმე განეხილათ, თუმცა, პასუხი არ მომსვლია. მეორედ მიმართვის შემდეგ მომცეს ცნობა, რომ ჩემი განცხადება ჯერ განხილული არ იყო. საკრებულოს სხვა დაზარალებულმა პირებმაც მიმართეს. მათი მიმართვიდან ერთთვიანი ვადა გასული არ არის.

ამის შემდეგ, მივმართე სასამართლოს, რომ  დაევალდებულებინა საკრებულო ჩემი საკითხი განეხილა.  სარჩელი სასამართლოში 8 აგვისტოს შევიტანე. 10  სექტემბერს განხილვის ვადა იწურება. თუ პასუხს ახლაც ვერ მივიღებთ, შესაძლოა, მშვიდობიანი აქციები ისევ დავიწყოთ. მთავარია, სასამართლო ჩატარდეს და საკითხი განიხილოს, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მიწა დამიბრუნონ", _ ამბობს ირემაძე და დასძენს, რომ ცოტა ხნის წინ, 150 პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებები პრემიერ ღარიბაშვილს და სახალხო დამცველსაც გადაუგზავნეს.

ირემაძე ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ძველი ხელისუფლებიდან დარჩენილი პირები არ აძლევენ კომისიას საშუალებას საკითხი ინდივიდუალურად განიხილოს:

"არ აწყობთ, რომ მიწა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუბრუნდეთ. დანარჩენები არიან ძველი "მაფიოზები", ყოფილი თანამდებობის პირები, ასლან აბაშიძის მომხრეები, "ნაციონალური მოძრაობის"  მხარდამჭერები და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ ყველას ერთად უნდა დაუბრუნდეთ საკუთრება და ინდივიდუალური განხილვა არ უნდა მოხდეს. ზოგიერთ საქმეზე ხუთი მოწმობაა გაცემული, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, ამიტომ ვითხოვთ ინდივიდუალურ განხილვას. თუ არ მეკუთვნის, ნუ მომცემენ, ოღონდ განიხილონ. იქ არის გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთებისა, რომლის ფასიც უფრო მაღალია და უნდათ ხელში ჩაიგდონ და ფული აკეთონ. ასეთი დაახლოებით 15 ჰექტარია", _ ამბობს ირემაძე.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მოახერხა ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ საქმეების განხილვა, კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

კომისიის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს:

"იქნებ, ბატონ ლევან კინწურაშვილს დაუკავშირდეთ, მაგ საკითხზე მე ინფორმაციას არ ვფლობ", _ განაცხადა ბოლქვაძემ.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ პროცესის გაჭიანურება გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს აჩენს:

"შარშან სექტემბერში, სამთავრობო კომისიამ დასკვნა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას გადასცა, რის შემდეგაც  საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ  განიხილონ მოქალაქეების განცხადებები, თუმცა პროცესი ძალიან ჭიანურდება. მთავრობა ამბობს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო მათი შემოთავაზებული წინადადება, რაც თითო ოჯახისთვის  500 კვმ-ის ფართობის მიწის გადაცემას ითვალისწინებდა, ოღონდ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი ფლობს მიწებს, არამედ სხვაგან. ეს წინადადება ჯერ კიდევ 2014 წლის ზამთარში მიიღეს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ ამ საკითხს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში განიხილავენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა, ჯერჯერობით, საკითხი არც საბჭოში განუხილავთ. ამ პროცესებიდან ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ არა საკითხის მოგვარების", _ ამბობს ბაკურიძე.

რაც შეეხება მიწის აღიარების კომისიის წევრების მოსახლეობასთან კონტაქტს, ბაკურიძე ამბობს, რომ კომისიის ხელმძღვანელი ლევან კინწურაშვილი ამ დროის განმავლობაში დაზარალებულებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა:

"ძალიან რთულია მაგ პიროვნებასთან დაკავშირება. მხოლოდ ერთხელ შეხვდა მოსახლეობას, როცა მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დააპირეს. თუმცა შეხვედრას აზრი არც აქვს, რადგან საკითხი  თბილისში წყდება და არა ბათუმში. აქ, უბრალოდ, მიზეზებს ეძებენ, რომ  როგორმე გააჭიანურონ პროცესი. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს ტერიტორიები ძალიან ძვირფასია; ამიტომ, გადაწყვეტილი აქვთ, რომ გაყიდონ ან ინვესტიციები ჩაადებინონ უცხოელებს. გლეხებს  კი, 500-500 კვმ. სადღაც დაკარგულში გადაუგდონ. ამიტომ ჭიანურდება ეს პროცესი, ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან", _ ამბობს ბაკურიძე.

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში კი აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში გონიოს მიწების საკითხი აუცილებლად განიხილება.

"სექტემბერში, სხდომების განახლების შემდეგ, აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა", _ აღნიშნავენ ეკონომიკურ საბჭოში.

დაუბრუნდება თუ არა გონიოს მოსახლეობას კერძო საკუთრებაში რამდენჯერმე გადაცემული და შემდეგ წართმეული მიწები, კვლავ გაურკვეველია. საქმე არც სტრასბურგის სასამართლოს განუხილავს, სადაც სარჩელი უკვე სამ წელზე მეტია წარმოებაშია მიღებული.

მასალა მომზადებულია პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

ლანჩხუთში ბაზრის მოვაჭრეები გარეთ გამოვიდნენ

"გვაქვს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მესიჯი და ხედვა რუსეთისგან _ ამას არ უნდა გავექცეთ" _ პრეზიდენტი

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო