https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული “კრიმინალური ისტორიები”

17:12; 19.12.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დაკვირვებული გახლავართ რომ მკითხველს ქართველი სამართალდამცავების წარსულის ისტორიები განსაკუთრებულად აინტერესებს. შეიძლება ვცდები. ფაქტია, ახლობელი ჟურნალისტები ქართველი კრიმინალისტების ადრეული მოგონებების გამოქვეყნებას ხშირად მთხოვენ. დღეს კოლეგებს სურვილს შევუსრულებ და თანამემამულე „შერლოკ ჰოლმსების მორიგ თავგადასავლებს გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი სტუმარი პოლკოვნიკი უშანგი ლალიაშვილი იქნება. ბატონი უშანგი რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს და საქართველოში მომრავლებული მიტინგების ხანას გაგვახსენებს.

"შევარდნაძის პერიოდია. ქალაქის მერი ვანო ზოდელავაა და ის დროა, როცა თბილისში დღეში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა ხდება. მაშინ ქალაქის მილიციის სამმართველოს "სპეცნაზს" ვმეთაურობდი და მთელი დღე ხან ერთ ადგილზე გვქონდა გასვლა, ხან – მეორეზე. სამსახურში ახალდაბრუნებულები ვიყავით, როდესაც მერიიდან დაგვირეკეს და მრავალშვილიანი დედების აქციაზე გამოგვიძახეს.

მოვედით. თავისუფლების მოედანი ოთხასამდე ქალს აქვს გადაკეტილი, მერიაში შეჭრას ცდილობენ და ზოდელავას საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან. მე რომ დამინახეს, შემომიტრიალდნენ და ლანძღვა დამიწყეს. ამ ქალებს ერთი დოდო ხელმძღვანელობდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, რვა შვილი ჰყავდა. დოდო ჩემთან მოვარდა და აღრიალდა:

– ზოდელავა იუდა! ზოდელავა იუდა!

– ზოდელავასთან რა გინდა, ქალო, რა დაგიშავა-მეთქი?

– რვა შვილი მყავს და რჩენა ხომ უნდათ, ზოდელავა კი დახმარებას არ მაძლევსო.

– კარგი, დაწყნარდი, – ვუთხარი მე, – ოთხი ქალი შედით და მერს დაელაპარაკეთ, ყველას ვერ შეგიშვებთ-მეთქი.

დოდომ კი ხმას აუწია და უფრო ხმამაღლა აყვირდა:

– ან ყველა შევალთ, ან აქაურობას ავაფეთქებთ!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალები ვერ წყნარდებოდნენ, რადგან მათ დოდო აღიზიანებდა, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი:

– ქალო, სულ მაგ საოხრეზე რომ ზიხარ, სკამზე გადმოჯექი, შენც დაისვენებ, შენი შვილებიც და ვანო ზოდელავაც-მეთქი.

ჩემს სიტყვებზე ქალებს სიცილი აუტყდათ და ზოდელავასთან ოთხკაციანი ჯგუფის შესვლაზე დამთანხმდნენ. საინტერესო კი ისაა, რომ ვითომ რვაშვილიანი დოდო საერთოდ უშვილო აღმოჩნდა და ქალების აქციას ერთ-ერთი პარტიის დავალებით ატარებდა ხოლმე".

მომდევნო "ისტორია" "საფეხბურთო -კრიმინალური" ჟანრისაა და ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ლომთათიძეს ეკუთვნის.

"გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს, გვიან შემოდგომაზე თბილისს ესპანური საფეხბურთო კლუბი "რეალ ბეტისი" ეწვია, რომელსაც „უეფას“ თასისთვის ბრძოლაში მოსკოვის "დინამო" ხვდებოდა.

იმ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებაში ვმუშაობდი და პარალელურად, მინისტრის თანაშემწეც ვიყავი. მატჩის დღეს მინისტრის კაბინეტში ვმორიგეობდი, რადგან მინისტრი რაიონში იყო წასული და საღამოს 10 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ, მინისტრის სავარძელში მოვკალათდი, ფერადი ტელევიზორი ჩავრთე და ფეხბურთს სრული კომფორტით ვუყურე, რომელშიც ესპანელებმა რუსი ფეხბურთელები აშკარად დაჯაბნეს. ტელევიზორში კარგად ისმოდა, თუ როგორი თავგამოდებით გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდს ორმოცდაათი ესპანელი ფანი, რომელიც „ბეტისს“ თბილისში ჩამოჰყვნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ათეულათასობით ქართველი გულშემატკივარიც აშკარად ესპანელების მხარეზე იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბეტისის“ წარმატებაში. არადა, პირდაპირი რეპორტაჟი ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემოდა, მას ათეულობით მილიონი ადამიანი უყურებდა და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების საქციელსაც ხედავდნენ. იმ პერიოდში, კი ეს პოლიტიკური დანაშაული იყო… სიმართლე გითხრათ, მეც ესპანელებს ვგულშემატკივრობდი და თამაში რომ დასრულდა, მინისტრის ბარიდან კონიაკი გადმოვიღე, დავისხი და გადავკარი, თან ესპანელები ვადღეგრძელე, მაგრამ სითხე კუჭამდე არ მექნებოდა ჩასული, რომ სამთავრობო „ვეჩე“ აზრიალდა. მე ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:

– მინისტრის თანაშემწე გისმენთ!

– მინისტრი სადაა? – მომესმა მკაცრად ნათქვამი რუსული ფრაზა და მივხვდი, რომ ვიღაც ბობოლა რეკავდა მოსკოვიდან. ამიტომ, სხაპასხუპით მივუგე:

– ამხანაგი გენერალი რეგიონულ შემოვლაზეა, 10 საათზე ჩამოვა და რა გადავცე, ვინ რეკავდა-მეთქი.

– უთხარი, რომ მინისტრი, ნიკოლაი შჩოლოკოვი რეკავდა და გადაეცი, ფეხბურთის გულშემატკივრებში წესრიგი დაამყაროს. სირცხვილი თქვენ! მოსკოვის „დინამო“ ჩვენი უწყების გუნდია და მეტი აქტიურობა გმართებდათ, რომ ტრიბუნებს ასე აშკარად არ დაეჭირათ მხარი ესპანელებისთვის და ეს მთელ მსოფლიოს არ ენახა.

ამ დროს კაბინეტში მინისტრი შემოვიდა. მე მას „ვეჩეს“ ყურმილი გადავეცი, გვერდზე გავდექი და გავისუსე. შჩოლოკოვი, სულ რაღაც ერთი წუთი ელაპარაკა ჩვენს მინისტრს და როდესაც საუბარი დასრულდა, ჩვენმა მინისტრმა „ვეჩე“ გათიშა. შემდეგ, უკიდურესად აღელვებულმა და წამოწითლებულმა, თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაურეკა და უღრიალა:

– რა ხდება პლეხანოვზე, ეს რა ანტისამთავრობო გამოსვლებია. დაიხოცეთ თუ გძინავთ? ხალხი ესპანური დროშებით რომ დადის და „ვივა ესპანიას“ ყვირის! ჩქარა, ყველა დებოშიორი დააკავეთ და დროშები გაურჭვეთ. პირადად საკავშირო მინისტრის ბრძანებაა და სასწრაფოდ შეასრულეთ, თქვა მინისტრმა. ყურმილი დადო და მომიბრუნდა, – მოსკოვის „დინამოს“ დედაც, მაგრამ ეს ხალხი რამ გადარია, რომ ასე აშკარად გამოხატავს თავის სიძულვილსო.

შჩოლოკოვს აქაურმა მსტოვრებმა სასწრაფოდ აცნობეს, ქართველები მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებას ზეიმობენო და მანაც იმიტომ დარეკა.

სინამდვილეში კი ასეთი რამ ხდებოდა, ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ესპანელებს „ბეტისის“ დროშები გამოართვა, მათთან ერთად პლეხანოვზე მოდიოდნენ „დინამოს“ სტადიონიდან და „ვივა ესპანიას“ ყვიროდნენ.

მე ჩემს ოთახში გავიძურწე, რომ მინისტრს ზედმეტად არ შევჩხიროდი თვალში და შევედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. სასტუმრო „ივერიის“ დირექტორი იყო – ერთი ესპანელი ტურისტი დაიკარგა, რომელიც „ბეტისს“ საგულშემატკივროდ ჩამოჰყვა, ვერ ვპოულობ და დაგვეხმარეთო.

უცებ, შჩოლოკოვის და ჩვენი მინისტრის სატელეფონო საუბარი გამახსენდა და სამსახურებრივი მანქანა გამოვიძახე. პირდაპირ პლეხანოვის მილიციის ქვეგანყოფილებისკენ გავემართე.

ქვეგანყოფილებაში ოცდაათი კაცი იყო დაკავებული, რომლებიც საკნებში მოათავსეს. „ბეტისის“ დროშები ჩამოართვეს და წყვილ-წყვილად აჰყავდათ მეორე სართულზე, უფროსის კაბინეტში, სადაც უშუალოდ სრულდებოდა მინისტრის ბრძანება. სწორედ იმ დროს შევედი განყოფილებაში, როდესაც მეორე სართულიდან ესპანურენოვანი ყვირილი მომესმა, რასაც ქართული გინებაც ახლდა თან. სასწრაფოდ ზევით ავვარდი, უფროსის კაბინეტის კარი გავაღე და იმ დროს მივუსწარი საცოდავ ხუან მარტინესს, როდესაც მას ერთი მომავალი, ძალიან ცნობილი ქართველი პოლიციელი „ამუშავებდა“… მე, სასწრაფოდ აღვკვეთე ეს საშინელება და მილიციის უფროსს ვუღრიალე:

– ბრძანება გაუქმებულია. ყველანი გაუშვით-მეთქი, – შემდეგ, ხუან მარტინესი ჩემი მანქანით წავიყვანე სასტუმრო „ივერიაში“, დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად ზღაპრული სუფრა გავუშალეთ „ივერიის“ რესტორანში და დილამდე იქეიფეს, თან სულ და „ვივა ესპანიას“ გაიძახოდნენ“.

მილიციელების ცხოვრება იოლი არ გახლდათ. ამ პროფესიის ადამიანებს არაერთი „განსაცდელის“ გამოვლა უწევდათ, მით უმეტეს საბჭოთა პერიოდში.

ამ საოცარ ისტორიას მაიორი ოთარ კაშია გაიხსენებს.

„ერთხელ „ცეკას“ ერთ-ერთი ნომენკლატურული საცხოვრებელი სახლის მანქანების სადგომიდან, ქურდებმა ორი ახალთახალი „03“ მარკის „ჟიგული“ მოიპარეს, მიიმალნენ და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. იმ პერიოდში მანქანების დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა იყო მოდაში. ამიტომ, მანქანების „ცოცხლად“ პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა. ნაწილებით კი როგორ გაიგებდი, რომელი რომლის იყო. თუმცა, საქმე „ცეკას“ თანამშრომლებს ეხებოდა და დავტრიალდით.

უპირველესად შემთხვევის ადგილი დავათვალიერეთ და ახალგაზრდა დარაჯი დავაკავეთ, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. მართალი გითხრათ, ის დარაჯი არც მიმაჩნდა დამნაშავედ და ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავაკავებდი, მაგრამ ასე გადაწყვიტა უფროსობამ.

ადგილს, საიდანაც მანქანები მოიპარეს, მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და რაც მთავარია, იმ ტერიტორიაზე ოთხი უზარმაზარი მამალი ნაგაზი იყო გაშვებული, რომლებიც მხოლოდ დარაჯს ემორჩილებოდნენ და ეჭვიც ამიტომ გაგვიჩნდა. როგორც დარაჯი ყვებოდა, იგი ნიღბიანებმა გაკოჭეს და მანქანები ისე მოიპარეს. იმას კი, თუ რატომ არ ჰქონდათ ძაღლებს რეაქცია, ვერაფრით ხსნიდა.

ქურდობიდან ორი კვირის მერე, სიმართლე გითხრათ, ქურდები შემთხვევით დავაკავეთ. თან, გაგვიმართლა და ორივე მანქანა მთელი და ხელუხლები აღმოჩნდა. სულ სამნი იყვნენ და ერთი ტანმორჩილი მეთაური ჰყავდათ, მეტსახელად „ჯუჯა“. მან ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ გააჩერა ძაღლები, გვითხრა:

– ქალითა, უფროსო, ქალითა.

– რა ქალითა, – შევუღრინეთ "ჯუჯას", – დროზე მოყევი, თორემ სეირს გიჩვენებთო.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, "ჯუჯა" შემთხვევის ადგილზე წავიყვანეთ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად და როგორც მოითხოვა, ერთი დედალი ძაღლი, ჯოხი და ჩვარი მივეცით. მან კი, ჩვარი ჯოხზე დაახვია, შემდეგ ძუკნას საშოში ამოუსვა და კბილებდაკრეჭილ ნაგაზებს გადაუგდო. მოხდა სასწაული და ნაგაზები ჩვარს დაესივნენ, არ შორდებოდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, ირგვლივ რა ხდებოდა.

– კი, უფროსო, ასე გავთიშე ეს ვერანები და მანქანები რომ მიგვყავდა, ჩვენკენ არც კი გამოუხედავთ, ჩვარს ვერ შორდებოდნენ, – გვიპასუხა "ჯუჯამ".

მართლაც საოცრება იყო, რაც ვიხილეთ, თურმე ქალის სურნელი არც დაგეშილ ნაგაზებს ტოვებს გულგრილად“.

გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

09:44; 13 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება

18:35; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

12:17; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი

11:21; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან

10:31; 5 სექტემბერი, 2026

პოლ მაკარტნის უცნობი წერილი

როგორ გავულამაზოთ ახალი წელი "ოცნების ქალაქში" მცხოვრებ ბავშვებს?

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო