"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია "ტვ პირველთან", ინგა გრიგოლიას გადაცემაში ეხმაურება.
"დღეს ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა – ასეთი თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანზე. როდესაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს ხუთ ჭრილობას მიაყენებს ცეცხლსასროლით, ეს მეტყველებს იმაზე ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა არის დაუცველი. იმედი მაქვს გამოძიებას ესმის, თუ რა სერიოზულად დგას საკითხი. იმედი მაქვს გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს." – თქვა ირაკლი ალასანიამ.





































































