ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მოუსმინა. სხდომას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი უძღვებოდა. მასთან ერთად კი დარბაზში პაატა ბარათაშვილი, თემურ ჭკუასელი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.
“სასურველი იყო, მოსულიყვნენ კოლეგები. იდეალურ შემთხვევაში კვორუმიც კი იყო კარგი, მაგრამ კვორუმის გარეშეც შეგვიძლია მინისტრთან საუბარი. მადლობა მინდა მას ვუთხრა, რომ არ გაგვიბრაზდა, ფეხი არ დაკრა და არ თქვა, ასეთ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნებაო და სხვა.
ჩემი კომიტეტი, აპარატის სახით, მაქსიმალურად არის წარმოდგენილი. თქვენც კარგად ხართ წამორდგენილნი.
ასე რომ, როგორც სუფრაზე შეკრების დროს ქართველები ამბობენ: “მოდით, ვაქოთ ერთმანეთი“.
თუ სხვებს არ უნდათ ქება, ჩემი მოადგილე აქ არის, ყველაფერი წესრიგშია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა სხდომის დაწყებისას.

































































