ჯერჯერობით, ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველანი ველოდებით გიას მოსვლას და ალბათ, სპეციალურ განცხადებასაც გავაკეთებთ, _ განუცხადა გიორგი ზანგურმა „გურია ნიუსს“.
_ ზუსტად ჩვენ თვითონაც არ ვიცით არაფერი, მაგრამ ალბათ ძალიან მალე გავისაუბრებთ და დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს, თეატრში უნდა გამართულიყო სპექტაკლი-აქცია „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც იქნებოდა პროტესტი იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და რის გამოც ასეთი განწყობაა დღეს ხალხში. ამის საპასუხოდ მოხდა ის, რომ თეატრში ჩაგვიქრეს დენი და არ მოგვცეს სიტყვის თქმის და ჩვენი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ხალხი, მაყურებელი 2-3 საათი გარეთ გველოდებოდა, ჩვენც გავედით შემდეგ ჩვენს მაყურებელთან და ჩვენი სათქმელი ხმამაღლა დავაფიქსირეთ.
დამატებით რამის თქმა არ შემიძლია, შევიკრიბებით ახლა თეატრის მსახიობები, დავილაპარაკებთ და ალბათ, განცხადებს გავაკეთებთ. ალბათ კი არა, აუცილებლად გავაკეთებთ. მე პირადად, აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას და ვფიქრობ, თეატრშიც ამაზე შევჯერდებით.
დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ თეატრის დირექტორი კარგად არის და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება,“ _ განაცხადა გიორგი ზანგურმა „გურია ნიუსთან“.