მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება რამე ისეთი ბრალდება იყოს, რაც განსაკუთრებულ რეზონანსს შეიძენს. ამ ადამიანის დაბარებაში და დღევანდელ დღეში პოლიტიკურ მდგენელს უფრო ვხედავ, _ განაცხადა ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად მისულმა ნუგზარ წიკლაურმა “გურია ნიუსთან” საუბარში და იქვე დასძინა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო სახელმწიფოებრივი, მაღალზნეობრივი და სამართლებრივი აზროვნების გამოხატულება.
წიკლაურის თქმით, საქართველოში, ყოფილმა მინისტრმა, მოქმედმა თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო არის უზენაესი ყველასთვის, რომელსაც უფლება აქვს კითხვები დაუსვას მოქალაქეს და მიიღოს მისგან პასუხები.
_ მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს “ქართული ოცნებისადმი” და ვთვლი, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოსთვის ყველაზე მტრულად განწყობილ რუსულ ძალებს, მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხის არჩევანი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა “გურია ნიუსთან”.