დარბაზის კედლებზე ულამაზესი ნამუშევრების მრავლობა იყო. მრავალ სტუმარს შორის იყვნენ ჟურნალისტები, გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.
ცნობილმა მხატვრებმა _ ვახტანგ მამეშვილმა და ავთანდილ თავართქილაძემ ისაუბრეს გურული მხატვრების მაღალ სახელოვნებო კლასზე და აღნიშნეს, რომ საკამათო იდეაში არაფერი არ უნდა იყოს, კამათი შეიძლება მოხდეს ტექნიკაზე, შესრულების დონეზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია თანდილაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ განსაკუთრებული სიყვარულით მიესალმება ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან ჩამოსულ სტუმარ მხატვრებს და ისაუბრა კატალოგის გამოცემის აუცილებლობაზე.




































































