წელს, ივლისის თვეში ოზურგეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „ჩვენ მშვიდობა“-ს ღონისძიების გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის 9 ივნისს გამოცხადდა ტენდერი. წინადადების მიღება 17 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. ღონისძიების ჩატარებისთვის 55 100 ლარი არის გამოყოფილი.
„2026 წლის 7, 8 და 9 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გაიმართება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი (შემდგომში – ფესტივალი) „ჩვენ მშვიდობა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები (იტალია, პოლონეთი, ბელორუსია, ესტონეთი, უკრაინა, მაკედონია და საქართველოში არსებული სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები). ასევე გაიმართება ქართული ტრადიციული ფოლკლორული აქტივობები. მომსახურების გაწევის თარიღებია 2026 წლის 5 ივლისიდან 2026 წლის 11 ივლისის ჩათვლით“ – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ ფაილში არის აღნიშნულია.





































































