რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მინდიამ გულუამ დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში, სადაც ის ცხოვრობს, ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით აყვანილი იქნა ქართველი ეროვნების რამდენიმე პირი, რომლებიც ახორციელებდნენ თვალთვალს მინდია გულუაზე.
მინდია გულუას განცხადებით, დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენება, სადაც ისინი ასახელებენ იმ პირებს, ვისგანაც მიიღეს დაკვეთა და რა მიზნით მიავლინეს კრასნოდარში. მისივე განცხადებით, ის თავს შეიკავებს, პასუხი გასცეს “გურია ნიუსის” კითხვაზე, კონკრეტულად ვინ იყვნენ ის ადამიანები, რადგან ამ ეტაპზე ასეთი განცხადება ხელს შეუშლის გამოძიებას.
გარდა ამისა, მინდია გულუამ ისაუბრა კუდ-ის და სოდ-ის მაღალჩინოსნებზე, ასევე დაასახელა კონკრეტული პირები კონტრდაზვერვის სამსახურიდან, რომლებიც მასზე აგროვებენ ინფორმაციას.