ხიდისთაველებმა უამრავი პრობლემა გააცნეს მინისტრს. უპირველესად წყლის პრობლემა დასახელდა _ წყალი, რომელიც ხიდისთაველებსაც კი არ ჰყოფნიდათ, ახლა დაბასაც მიეწოდება. მოსახლეობამ მინისტრს სთხოვა გზის დაგება ჩაისუბანი-ქვენობნის მონაკვეთზე; ხიდისთავის ცენტრისა და მოედნის მოწესრიგება; გაზიფიცირება, რომელიც ზოგან არის და ზოგან _ არა; სოფლის შიდა გზების მოწესრიგება ზენობნისა და მეწიეთის მიმართულებით.
მინისტრმა ყველას მოთხოვნა მოისმინა, თანმხლებლ პირებს იქვე მისცა დავალებები და ხალხს მიმართა: “არ ყოფილა შემთხვევა, დანაპირები არ შემესრულებინოს ყველა ამ მოთხოვნას ეტაპობრივად გავახორციელებთ”.
ხიდისთაველებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს სტუმრობისა და დაპირებებისთვის, რომლებიც შესრულდება თუ არა, დრო გვიჩვენებს.