_ მათ თქვეს, რომ ანტენები აღარ უნდა დაედგათ და ამის გამო, ხომერიკეების ოჯახში სამართალდამცავები იმყოფებდნენ, სახლს შემოარტყეს ყვითელი ლენტი და არავის არ უშვებდნენ. _ გვითხრა ქურცუამ.
მისივე თქმით, სოფელ შრომაში 1000-ზე მეტი ანტენა დაიდგა და ამ ფაქტის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ოჯახს გაუჩნდა ანტენების დადგმის სურვილი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზაზა ხომერიკის ოჯახში “გლობალ ტვ”-ს ანტენები ინახებოდა და შემდეგ სხვადასხვა სოფელში ნაწილდებოდა. ანტენების დადგმა გურიაში ამ დრომდე სისტემატურად მიმდინარეობდა, თუმცა დღეს რამდენიმე სოფელში ერთდროულად შეჩერდა დადგმა.