_ ეს მოწოდება ივანიშვილის მისამართით თემურ შაშიაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. ამავე შეხვედრაზე, მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელისუფლებასაც დაუწუნა.
“ხელისუფლება მაჟორიტართა სიაში ფულის ტომრებს ასახელებს. იმას, ვისაც ებრძოდა სააკაშვილი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვისაც ბიძინა ივანიშვილი ასახელებს კანდიდატებად, ეს არ არის საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ იურისტები, ეკონომისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები. ძლიერ ჟურნალისტს რა უნდა პარლამენტში?! რა უნდა ძლიერ ექიმს პარლამენტში?! რაც უფრო მეტი ექიმი შევიდა პარლამენტში, მით უფრო ავადმყოფი გახდა საქართველო. როგორ შეიძლება პარლამენტი იყოს ფეხბურთელების, სპორტცმენების?!” _ განაცხადა “მოძრაობა თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.