ერთ-ერთმა ქალბატონმა საინტერესო დისკუსია წამოიწყო: _ მცხეთამ ახლა უნდა უჩვენოს გულიანად გურულებივით. ისე, გურულები აქტიური ხალხია და მაგათი უფრო ჩანს ყველაფერი, ჩვენ ცოტა მძიმე ხალხი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ყაზბეგის გარდა, მთელი მცხეთა-მთიანეთი “თეატრონთან” მოვა.
მეორე ქალბატონი უფრო სერიოზული თემით შეიჭრა დისკუსიაში: _ შაბათ დღეს როდის იყო, ეგენი რომ მუშაობდნენ _ რაღა შაბათს მოინდომეს მაინცდამაინც ვანო მერაბიშვილის შეცვლა? ამბობენ, ახალაიას ან შაშკინს დანიშნავენო. შაშკინს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ახალაია თუ დანიშნეს, უარესად წავა მაგათი საქმე.
“მარშრუტკის” მგზავრების ნაწილი ამ ორ აქტიურ ქალბატონს ან ეთანხმებოდა, ან დუმილის უფლებას ინარჩუნებდნენ. თუ დუმილი თანხმობის ნიშანია, როგორც ამბობენ, ალბათ, ისინიც ეთანხმებოდნენ.