9 აპრილის სახელობის სკვერში, ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა თომა სიხარულიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდნენ, შემდეგ კი აგვისტოს ომში დაღუპული სამი გმირის _ მერაბ ახობაძის, ლერი მგალობლიშვილისა და მურთაზ ირემაძის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.