ფეიერვერკის ჭურვები, რომაული სანთელი, 70-130 გასროლიანი ბატარეები-ასეთია თბილისის მერიის არჩევანი. რაც შეეხება ასაფეთქებელი ნივთიერებების ეფექტებს მერიამ ”შადრევანს, ბოლს , სერპანტინსა და კონფიტს” მიანიჭა უპირატესობა.
ასე რომ, 31 დეკემბერს 250 ათასი ლარის ჰაერში გასროლის თვითმხილველები კიდევ ერთხელ გავხდებით.