მათი უმეტესობა სატელეფონო შეტყობინებაა, თუმცა, ჟურნალში 4 პიროვნების ტელეფონის ნომერი მითითებული არ არის. როგორც კომისიის მდივანი, ნორა კალანდაძე განმარტავს, ნომრების შეტანა გამორჩა. უფრო მეტიც, ერთი პიროვნება თავად შეიტანა სიაში, რადგან ახლობელი იყო და სთხოვეს. ხიდისთავის საუბნო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებენ და დახურულ ჟურნალში, სადაც ტელეფონის ნომრების მაგივრად ხაზია გასმული, ნომრებს ახლა ჩაწერენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 3 პიროვნების სატელეფონო შეტყობინება ერთი და იგივე ნომრით არის დაფიქსირებული.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved