ირემაძის თქმით, იგი სადილად იყო გასული. კითხვაზე, სად იმყოფებოდნენ ამ დროს კომისიის დანარჩენი წევრები, პასუხი ვერ გაგვცა. აღსანიშნავია, რომ კომისიისთვის განკუთვნილ ოთახში ირემაძემ ფაილი შემოიტანა, რომელსაც საგულდაგულოდ გვიმალავდა და ამბობდა, რომ პირადად მას ეკუთვნოდა, თუმცა, ბოლოს გაირკვა რომ ჯიბეში ჩადებულ ფაილში, კომისიის თავმჯდომარის სახელზე შემოტანილი განცხადებები იყო, რომლის თანახმადაც კონკრეტული პირები გადასატანი ყუთის საშუალებით ითხოვდნენ ხმის მიცემას. განცხადებების უმრავლესობა ერთი ხელით იყო დაწერილი. ერთ განცხადებაზე კი განმცხადებლის გვარი და ხელმოწერა სხვადასხვაა. კომისიის თავმჯდომარეს ამაზეც აქვს პასუხი. ირემაძე ამბობს, რომ განმცხადებელმა… საკუთარი გვარი არ იცის! აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში 53 განცხადებაა გატარებული, თუმცა ირემაძესთან 52 განცხადება აღმოჩნდა. როგორც გვითხრა, ერთი განცხადება სადღაც გადააგდო, რადგან განმცხადებელი… გარდაიცვალა! აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქოში ირემაძის მიერ შეტანილ განცხადებაში, არაფერია ნათქვამი დღეს, დამატებით შემოტანილ განცხადებების ავტორებზე. ირემაძეს მხოლოდ განცხადებების რიცხვი _ 19 აქვს მითითებული. კითხვაზე, რატომ არ არის განმცხადებლების ვინაობა მითითებული, გვპასუხობს, სია გვერდის მეორე მხარეს წერია, თუმცა, გვერდის მეორე მხარე ცარიელი აღმოჩნდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ის განცხადებებია, რომლის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობდა რევაზ ირემაძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved