ამ წუთებში ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან მიკროავტობუსებით მოჰყავთ პარტიის მხარდამჭერები. რუსთაველის ქუჩის დასაწყისში მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.
მოსახლეობის ნაწილი პარტიული ოფისებიდან ფეხით მიემართებიან “საოცრებათა მოედნის” მიმართულებით.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის პრესსპიკერი გიორგი კირთაძე ამბობს, ეს ჩვეულებრივი შეხვედრაა ამომრჩევლებთან: “ამას ნუ დავარქვევთ შემეჯამებელ შეხვედრას, ჩვეულებრივი შეხვედრაა ამომრჩევლებთან”, _ ამბობს კირთაძე.
ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე პრეზიდენტსაც ელოდებიან. მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ მათ მოსახლეობის პრეზიდენტთან შესახვედრად მიყვანა გუშინ დაავალეს. ამის გამო დღეს შეფერხებულია #34, #28 და სხვა სამარშრუტო ხაზების მუშაობა.