სამუშაო ოთახები ცარიელია. კაბინეტებიდან და დარბაზებიდან გამოტანილი ინვენტარი ვინ და სად წაიღო, არავინ იცის.
"მუშები გამოიძახეს და ერთ დღეში დაანგრიეს ყველაფერი, ჩვენ არ ვიცით, ვინ გასცა ბრძანება, მუშებს რა ექნათ, რაც უბრძანეს, ის შეასრულეს," _ გვითხრეს პარლამენტის შენობაში დარჩენილმა დაცვის თანამშრომლებმა.
სხდომათა დარბაზის გასაღები ვინმე კომენდანტს აქვს წაღებული, რომლის ვინაობასაც ძველი პარლამენტის თანამშრომლები არ ან ვერ ასახელებენ. კარის ჭუჭრუტანიდან დანახული რეალობა, რომლის დაფიქსირებაც ვიდეოკამერით შეუძლებელია, ისეთივეა, როგორც რესპუბლიკის დარბაზში.