_ ბიუროს ხელმძღვანელად უკვე დავნიშნე ქალბატონი მარინე სუნგულია. დარწმუნებული მინდა იყოთ, რომ ამ ბიუროს მუშაობა ძალიან ეფექტური იქნება ოზურგეთელებისთვის, _ თქვა მან.
რესპუბლიკური პარტიის წევრი მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ამ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება და მისთვის უმთავრესი იქნება სამართლიანობის პატივისცემა და ხალხის სამსახური.