დაკავება იმ დროს მოხდა, როცა პოლიციამ რამდენიმე სახლთან საეჭვოდ მოძრავი ავტომანქანა შეამჩნია და მძღოლს გაჩერება მოსთხოვა. თუმცა, მძღოლი პოლიციისაგან მიმალვას შეეცადა. დაკავებულის ვინაობას იტალიური მედია, ჯერჯერობით, არ ახმაურებს. თუმცა, წერს, რომ სავარაუდოდ, ის საცხოვრებელი სახლების გაძარცვას აპირებდა და განზრახვა პოლიციამ ჩაუშალა.
დაკავებული ქართველი იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა და იგი დროებით პატარა ქალაქ მონტე-პორციოში ცხოვრობდა.
ქართველთა კრიმინალური ქმედებები იტალიაში მიმდინარე წელს გახშირდა და ბინების ძარცვისა და ქურდობის გამო, სამართალდამცველებს უკვე საქართველოს ათეულობით მოქალაქე ჰყავთ დაკავებული.