პორტუგალიური ინტერნეტ გამოცემის www.bonde.com.br-ის ცნობით, მეზღვაურებს ბრალი ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრზე წამებასა და თავდასხმაში ედებათ. აღნიშნული თავდასხმა კი ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის სიკვდილით დასრულდა.
ამ დროისათვის, ეჭვმიტანილი მეზღვაურები ბრაზილიის ტერიტორიაზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე, გაუსვლელობის ხელწერილით იმყოფებიან.
საქართველოს საზღვაო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანანო გომართელის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, მათი სააგენტო საქმის კურშია და შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
_ გემზე წამებასა და თავდასხმას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა და გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც მეზღვაურის დაღუპვა გამოიწვია. ჩვენ ჩართული ვართ ამ საქმეში და შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ. საქმის კურსში უკვე ჩავაყენეთ საგარეო საქმეთა სამინისტროც,” _ განაცხადა გომართელმა “გურია ნიუსთან” საუბარში.