“გურია ნიუსის” ჯგუფი უკვე წავიდა შემთხვევის ადგილას ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებით დეტალებს რამდენიმე ხანში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ 17 საათიანი დაკითხვების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ დაკავებული 12 მაღალჩინოსნის სია გამოაქვეყნა. “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ თბილისის ვიცე-მერ შოთა ხიზანიშვილის მიმართ 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) აღძრული საქმე ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას უკავშირდება. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.