https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნული პოლიტპერსონა _ “გურია ასეთ “ექსპერიმენტს” არ იმსახურებს!”

13:11; 25.11.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წარმომადგენლების ერთი ნაწილი და თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგნელები გურიის პოლიციის ახლადდანიშნულ შეფთან შეხვედრებს აწყობენ, რომელიც მათი განცხადებით  ეს მხოლოდ გაცნობით სახეს ატარებს, ხოლო მეორე ნაწილს მათგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტიფო მიქატაძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას და იგი სამართლიანობის აღდგენისა და კანონიერების უზენაესობის დამკვიდრების მოლოდინშია.

_ ზაზა პეტრიაშვილის გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს  უფროსად დანიშვნისას, რეგიონულ მედიასა და საზოგადოებაში ძირითადად ორ ასპექტს მიექცა ყურადღება, ის რომ პოლიციაში მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვს და მეორე,  თითქოს, „თავისუფალი დემოკრატების“  წევრობა, მის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს რეგიონულ ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე.

მოგეხსენებათ, “ნაციონალების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიცია იყო აღვირახსნილი ძალადობრივი რეჟიმის, უფრო ადრე კი შევარდნაძის უაღრესად კორუმპირებული მმართველობითი სისტემის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. პოლიციაში ამ პერიოდში (არც თუ მცირე, ლამის, ორი ათეული წელი) იყვნენ და „გაიზარდნენ“, (იმიტომაც ვახსენეთ წლები) ადამიანები, განსაკუთრებით სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებების მიმღები, თანამდებობის პირები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე  უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ეს კი დაღს ასვამდა მათი ცნობიერების, აზროვნებისა და ქცევის წესისა და პროფესიული ეთიკის ჩამოყალიბებას და ამახინჯებდა მას. შედეგად მივიღეთ არაჯანსაღი პროფესიული ელიტა, რომელთა მიმართ საზოგადოებაში სერიოზული ანტიპატია, უნდობლობა და მიუღებლობაა, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა წინა ხელისუფლებების მემკვიდრეობას და იგი სამართლიანობის აღდგენისა და კანონიერების უზენაესობის დამკვიდრების მოლოდინშია. ამიტომ, პოლიციაში ახლა დასანიშნი კადრები არა თუ ამ წრის კადრებიდან არ უნდა შეირჩეს, პირიქით, ისინი დათხოვილი უნდა იქნენ თანამდებობებიდან, ნაწილმა კი პასუხი უნდა აგოს დანაშაულებისთვის.

თუ კი ვინმე აღნიშნული კატეგორიებიდან თავისი განსაკუთრებული პროფესიული უნარითა და გამოცდილებით შეუცველელია, ისინი, რა თქმა უნდა, კი არ აუნდა „დაიკარგონ“, უნდა დარჩნენ პოლიციაში არამაღალ თანამდებობებზე და საქმიანობა გააგრძელონ ჯანსაღ გარემოში.

საბედნიეროდ, პოლიციაში არიან თავისი საქმის ერთგული, კეთილსინდისიერი, წესიერი პროფესიონალები. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასახვა არაკანონიერი მიზეზებით შეავიწროვეს და დაითხოვეს პოლიციიდან ან თავად წავიდნენ და ამჟამად სხვა სფეროში საქმიანობენ. ვფიქრობ, რომ მათ მეტი ყურადღება და წახალისება სჭირდებათ, უპირველეს ყოვლისა, პოლიციაში გამოთავისუფლებელ თანამდებობებზე დანიშვნით.

ზემოთ თქმული არ გამორიცხავს და  პირიქით, მოითხოვს პოლიციაში ახალი კადრების მოზიდვას, მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართვას.

სავარაუდოდ, ზაზა პეტრიაშვილის დანიშვნისას შინაგან საქმეთა მინისტრმა სწორედ ახალი კადრების საჭიროებების გათვალისწინებთ იხელმძღვანელა და დარწმუნებულია მის შესაძლებლობებში. ვნახოთ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ!

არის ერთი ვერსიაც, თუმცა, ნაკლებ სავარაუდო. ზაზა პეტრიაშვილისთვის გურიის პოლიციის უფროსობა, შეიძლება დროებითია და მოკლევადიანი დანიშვნა ტრამპლინი იყოს, შემდგომში რეგიონში, მისი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე წარსადგენად. მაგალითად, გუბერნატორად, ჩვენ ხომ შეგუებულები ვართ წინა ხელისუფლებისგან გუბერნატორების „ცენტრებიდან“ დანიშვნასა და მეურვეობას. არ მინდა დავიჯერო, რომ გამარჯვებული კოალიცია, რომლიც დეცეტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების, ადგილობრივი ლიდერების ხელშეწყობისა და განვითარების დაპირებებად ახმოვანებს, გააგრძელებს წინამორბედთა მანკიერ პრაქტიკას.

რაც შეეხება ზაზა პეტრიაშვილის პარტიულობას, მის პოლიტიკურ მოტივაციას და რეგიონულ პოლიტიკაში ჩარევის ალბათობა თუ საშიშროებას, ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე განცხადება სწორედ პოლიციის დეპოლიტიზაციას შეეხებოდა და ამ მხრივ პოლიცია მკაცრად იქნებოდა დაცული. ეს დანიშვნა დაემთხვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თემურ სალუქვაძის ადგილმონაცვლეობას დიმიტრი კვერღელიძის საკრებულოში შემოსვლით და მის ამბიციურ განცხადებას – იბრძოლებს საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის!

თუ კი რეალურად შევაფასებთ დ. კვერღელიძის ამჟამინდელ, სასტარტო შანსებს, მომავალში მისი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას აუცილებლად დაუკავშირებენ ზაზა პეტრიაშვილის „გვერდით“ პარალელურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს კი საკმაოდ ნეგატიურად შეფასდება, როგორც მინისტრის, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისა და ოზურგეთის საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, არ მგონია, რომ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილიც ქონდეს, ეს ხიბლავდეს, რაც ბუნებრივად გამორიცხავს მისგან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ვინმეს, თუნდაც, თანაპარტიელის სასარგებლოდ, _ აცხადებს ტიფო მიქაუტაძე.

კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წევრი აკაკი სიხარულიძე:

_ ბატონი ზაზა პეტრიაშვილის გურიის სამმართველოს უფროსად დანიშვნა, როგორც ეს ინფორმაცია გავრცელდა მედია საშუალებებით და გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ  ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს გადაჭარბებული ამბიცია, ანუ თავხედობა, რომ მისთვის სასურველ ფორმატში მოაქციოს პოლიტიკური პროცესები რეგიონში და საამისოდ პოლიციის შესაძლებლობები გამოიყენოს.

მე მახსენდება მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი, როგორც მინისტრის უპირველესი ამოცანა პოლიციის დეპოლიტიზაცია იქნებოდა. არსებული ვითარება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ გურია ალბათ, საექსპერიმენტო რეგიონი იქნება მინისტრის აზრის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ბატონი პეტრიაშვილი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური წრეებისთვისაც, უპირველე ყოვლისა, პოლიტპერსონაა. ასეთ „ექსპერიმენტს“ გურია ნამდვილად არ იმსახურებს. საყურადღებოა, ძალოვანებში მუშაობის რა გამოცდილება აქვს პატივცემულ ზაზას?

ზაზა პეტრიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გურიის მხარის კურატორი ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძე გამოეხმარა, რომელიც „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:

ჩემი პოზიციაა, რომ ასეთ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ პროფესიონალი და საზოგადოებაში ავტორიტეტული პიროვნებები და კიდევ ის, რომ თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს. Mმიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრი არ გაითვალისწინეს და ძალიან მიქარეს. მანდ იმდენი თავდადებული პროფესიონალია, რომელიც  სახლში ზის, რომ არჩევა არ გაუჭირდებოდათ,  მითუმეტეს, თუ  გამოკითხვას ჩაატარებდნენ.

რამდენიმე დღის წინს შსს გურიის პოლიციის სამმართველოს ახლადანიშნულ უფროსთან, ზაზა პეტრიაშვილთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებიკოტე შარაშენიძე, დათო დარჩია, გია ცქვიტინიძე და ლევან ჭელიძე იმყოფებოდნენ.

როგორც პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ისინი გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის გასაცნობად თავისი სურვილით მიდიან. მათივე თქმით, არანაირ პოლიტიკურ საკითხზე არ საუბრობენ.  თუმცა,  ზაზა პეტრიაშვილი გურიის გაცნობას პოლიტიკური სახეების გაცნობით რომ იწყებს, ფაქტია. ამბობენ იმასაც, რომ ის დაახლოებით სამ თვეს დაჰყოფს რეგიონში და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დააწინაურებენ.

თქვისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის გამგეობის წევრი გია ცქვიტინიძე, „გურია ნიუსთან“ კატეგორიულად გამორიცხავს ზაზა პეტრიაშვილის ჩარევას პოლიტიკაში.

მისი განცხადებით  პოლიციის უფროსი არეცრთი პარტიის წევრი არ არის და და ის სავსებით აპოლიტიკური ფიგურაა.

_ის რასაც ამბობენ, და რა ინფორმაციასაც ავრცელებენ, არის აბსოლიტური ჭორი, – გვითხრა ცქვიტინიძემ.

„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ზაზა პეტრიაშვილს და კომენტარი თხოვა, თუმცა მან კითხვებს თავი აარიდა და პრესსამსახურისკენ გადაგვამისმართა.

რადგან ზაზა პეტრიაშვილი ამ ეტაპზე ჟურნალისტებს არ წყალობს, „გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ზაზა პეტრიაშვილი დღის განმავლობაში უამრავ მოქალაქეს ხვდება და ის ამ ადამიანებს  არ შეხვედრია, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

_ დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის ამ ადამიანებსაც შეხვდა, როგორც უბრალო მოქალაქეებს. მისთვის არ იყო ცნობილი, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ისინი.

_ ქალბატონო ნინო, როდის იგეგმება ზაზა პეტრიაშვილის და ჟურნალისტების შეხვედრა?

_ რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსები ჟურნალისტებთან შეხვედრებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ, როდესაც ამის მითითება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურიდან, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნინო გიორგობიანმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს გურიის პოლიციის ახალი უფროსი შსს პრესსამსახურიდან მითითებას, რომ ის ჟურნალისტებს შეხვდეს და  იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს  პასუხი გაეცეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026

"გურია ნიუსის“ რესპოდენტი, რომელიც კონტროლის პალატას ამხელდა, მოკლეს!

ტაძრის ეზოში მოკლული სოსო ჩიქობავას ბოლო წერილი "გურია ნიუსს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო