2012 წლის 25 ნოემბერს ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა # 24ა-ში მდებარე ე.წ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლული იქნა ქ. თბილისში მცხოვრები, 1969 წ. დ. სოსო ჯემალის ძე ჩიქობავა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 6 ცალი გასროლილი მასრა.
წინასწარი ინფორმაციით, დგინდება რომ გარდაცვლილ ს. ჩიქობავას ბინასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ნიკოლოზ ხუბაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილებისა და ძველი თბილისის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავებული იქნა ქ. თბილისში მცხოვრები, 1955 წ. დ. ნიკოლოზ მარსელის ძე ხუბაშვილი.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. საქმეზე გრძელდება წინასწარი გამოძიება.