როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ძმები სანადიროდ აპირებდნენ წასვლას. როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, ბიჭს ხელში თოფი ეჭირა და ტელევიზორის გამოსართავად დაიხარა, რა დროსაც მან უნებურად გამოკრა თითი სასხლეტს, ტყვია ახალგაზრდის დედას თავში მოხვდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ორივე ძმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მეზობლები აღნიშნავენ, რომ ბიჭები კრიმინალურ ქმედებებში არასოდეს ყოფილან შემჩნეული, ამიტომ სოფელი ცდილობს, იშუამდგომლონ სამართალდამცავებთან, რათა უნებლიე დამნაშავეს სასჯელი შეუმსუბუქონ.