ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა სოფლის მკვიდრმა, მადონა ძნელაძემ, რომელმაც მიზნის გახორციელება თავისი ოჯახისა და სოფლის მცხოვრებთა დახმარებით შეძლო.
ტაძრის ხუროთმოძღვრები არიან გოჩა სეხნიაშვილი და გელა ჟღენტი; ტაძარი მოხატა ვალერი ნოდიამ. აღსანიშნავია, რომ ვალერი ნოდიას მიერ დაწერილ ღვთისმშობლის შვიდისრიან ხატს, რომელიც ახალაგებულ ტაძარში ასვენია, მირონი სდის.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრად იკურთხა მათე მახარაძე.